თბილისში იმყოფება ფრანგი მსახიობი ფანი არდანი
საქართველოში იმყოფება ცნობილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი. დღეს მან თბილისში პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვდა.
დღესვე ფრანგ მსახიობს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მასთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მასტერკლასის ფორმატი შეიცვალა.
საღამოს 8 საათზე თბილისში გაიმართება ფანი არდანის, როგორც კონორეჟისორის ახალი ნამუშევრის „აკვიატებული რითმების” პრემიერა. ფანი არდანის განცხადებით, მისი ახლი ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ საქართველოდან იწყება.