მულტიმედია
როგორ მოვამზადოთ მეგრული აჯიკა [ფოტო/ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდელი ჯონი ქუთელია წლებია ბაზარში, საკუთარ მაღაზიაში ქართულ სუნელებსა და სანელებლებს ყიდის. ის აჯიკას მომხმარებლის თვალწინ ამზადებს. ამბობს, რომ სანელებლების ხარისხთან ერთად სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მასთან მყიდველთა სიმრავლეს. ქუთელიების მაღაზიაში განსაკუთრებული მოთხოვნა მშრალ მეგრულ აჯიკაზეა.

ჯონიმ „ლაივპრესს“ გაუზიარა მშრალი მეგრული აჯიკის რეცეპტი და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევის - ინგრედიენტების თვალზომით დამატების გამო, საბოლოოდ მიღებული პროდუქტის ზუსტი რაოდენობის თქმა გაუჭირდება.

აჯიკას ნიორს ბლომად უკეთებს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს. თუ საშუალოდ ერთ კილოგრამ დაფქულ ცხარე წიწაკას, 500 გრამამდე ნიორს უმატებენ, ჯონი ქუთელია ამ ორ ინგრედიენტს თანაბარი რაოდენობით იყენებს.

ერთ კილო დაფქულ წითელ წიწაკას ამატებს ამდენივე რაოდენობის ნიორს, დაახლოებით ორ ჩაის ჭიქა უცხო სუნელს, უფრო ნაკლები რაოდენობით ხმელ ქინძს, ზაფრანას და მარილს, რომელსაც საბოლოოდ ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს.

ჯონი ქუთელია ამბობს, რომ აჯიკაში ინგრედიენტების დამატება შესაძლებელია გემოვნების მიხედვით, ისე რომ ზუსტად არ ვიცოდეთ მათი წონა.

თუ გსურთ, რომ სუნელი უფრო სველი იყოს, შეგიძლიათ გემოვნებით ზეთთან ერთად დაამატოთ ბულგარული წიწაკა, პამიდორი ან უბრალოდ წყალი. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.