მულტიმედია
თანამედროვე ხელოვნების ორი დღე ზუგდიდში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში დასრულდა ორდღიანი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F 5". მონაწილეები აუდიტორიასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ქალაქს მსგავსი აქტივობები სჭირდება, და რომ ეს ტენდენცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თანამედროვე ავტორები მკითხველებს ესაუბრნენ სხვადასხვა პრობლემატურ და აქტუალურ თემებზე, წაიკითხეს ამონარიდები თავიანთი შემოქმედებიდან და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს. ერეკლე დეისაძის თქმით, ეს ფესტივალი სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ცოცხალი კავშირი შედგეს ავტორს და მკითხველს შორის. შემოთავაზებასაც სიამოვნებით დათანხმდა. ამბობს, რომ აუცილებელია მწერლებს, პოეტებს ქონდეთ ასეთი შესაძლებლობა, შეხვდნენ ახალგაზრდებს იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც ძნელად მიუწვდებათ ხელი მსგავს კულტურულ ღონისძიებებზე.

„ზუგდიდში ამ კუთხით არ ვყოფილვარ ნამყოფი. ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო ახალ კულტურულ სივრცეში შესვლა. ძალიან მოხარული ვარ როცა ვხედავ, რომ ადამიანებს ნამდვილად სწყურიათ ეს ყველაფერი, მოდის გამო არ არიან მოსულები. მართლა აინტერესებთ“, - უთხრა ერეკლე დეისაძემ „ლაივპრესს“

ფესტივალით კმაყოფილია პოეტი ზვიად რატიანიც. ამბობს, რომ უკუკავშირი მსმენელებს და ავტორებს შორის შედგა, რაც ყველაზე მთავარია. მისი თქმით, ღონისძიება კარგი გამოვიდა, მათ შორის ხარისხიანად შეირჩნენ მწერლებიც და სივრცეები, სადაც აქტივობები გაიმართა, შესაბამისად მოეწყო.

„მაგრამ ყველაზე მთავარი, ყურადღებიანი, ლამაზი და საღი მსმენელია. ორგანიზატორებმა ძალიან იყოჩაღეს. მიყვარს აქაურობა და მესმის, ფაქტურულად ვგრძნობ ამ ქალაქს და ამ ხალხს“, - განმარტა პოეტმა.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი შონიას თქმით, ეს პირველი მცდელობაა მათი მხრიდან ზუგდიდში კულტურული პროცესების განახლების, რომელმაც გაამართლა. ამბობს, რომ ამის დასტური ინტერაქცია და ახალგაზრდების ჩართულობაა პროცესებში, მათი აქტიურობა, რადგან ეს ყველაფერი სწორედ მომავალი თაობისთვის კეთდება.

„გვინდა მომავალ წელსაც, თუ სპონსორებსაც დავითანხმებთ, ეს გახდეს საერთაშორისო ფესტივალი. და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა საქართველოს რეგიონისთვის“, - განმარტა მან.

ღონისძიება სოციალურ კაფე „მეგო ბარში“ ერეკლე დეისაძის კონცერტით დასრულდა, რაც ახალგაზრდებმა ფერადი კვამლით აღნიშნეს და ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს მომავალ წლამდე დაემშვიდობენ.

კულტურულ-მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორი სამი ზუგდიდელი, გიორგი შონია, ტატო ჩანგელია და ნიკა ლაშხიაა. მათი თქმით, ფესტივალი ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება - ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმას, რაც თბილისისგან განსხვავებით ასე აკლია რეგიონის მოსახლეობას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.