მულტიმედია
სამეგრელოს შემონახული მედიაისტორია გამოფენაზე [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მედიამუზეუმში დაცული ექსპონატები გამოიფინა, რომელთაგან ყველაზე ძველი 1901 წლით თარიღდება. გაზეთები, ელექტრონული მედიის ნიმუშები, რადიო, უხმო ფირის გამშვები აპარატი, პოლიგრაფიის იშვიათი ნიმუშები, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ აქ არის დაცული - ეს ნაწილია იმ ნივთების, რომლის დათვალიერების საშუალებაც დღეს შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ.

მედიამუზეუმის დამფუძნებელი მარინე დამენია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი არქივის მომავალი თაობისთვის შემონახვაა, რომლებმაც ნაკლებ იციან, ქვეყნის მედიაისტორია, თუ როგორ და რით შუქდებოდა საქართველოში ამბები ბოლო ორი საუკუნის მანძილზე.

„წარმოვადგინეთ ექსპონატები, რომელიც საქართველოში ერთადერთია. უფრო მეტიც, კავკასიაშია ერთადერთი. მსგავსი მუზეუმი სხვაგან არ არსებობს. ამის მთავარი იდეა და მიზანი ის არის, რომ ზუგდიდის საზოგადოებას, ჩვენს ქართულ საზოგადოებას ინტელიგენციას ჰქონოდა ხელმისაწვდომი ის ინფორმაციები, რისთვისაც თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუ სხვაგან დადიან. მაგრამ უფრო მთავარი, რამაც განაპირობა ამ მუზეუმის შექმნა, ის არის, რომ მედიის მუზეუმი არ არსებობდა“, - განმარტა მარინე დამენიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს იმ დამსახურებული, „გმირი“ ჟურნალისტების შესახებ, რომლებმაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ისტორია შემოუნახეს. მუზეუმის დაამარსებელმა ერთ სივრცეში თავი მოუყარა 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებულ მასალებს.

მუზეუმი 2013 წელს გაიხსნა. ფართი, სადაც განთავსებულია, პატარაა, ამიტომაც ის ხელისუფლებას შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფას სთხოვს. ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი დაპირებაც.

თავის მხრივ, დამთვალიერებლებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი, რაც დღეს არის წარმოდგენილი, ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ იდეის ავტორის და განმახორციელებლის შრომა დასაფასებელია.

„ეს დიდი და ეროვნული საქმეა, რადგან ახალგაზრდა თაობებმა უნდა იცოდნენ საიდან მოვდივართ, როგორ მოვდივართ, რა გზა გამოიარა მედიამ და საერთოდ საქართველომ“, - განმარტა მწერალმა ედემ კვირტიამ.

მარინე დამენიამ მოუწოდა ზუგდიდელებს, თუკი მათ სახლში ინახება ძველი, მაგრამ ღირებული ნივთი, გაზეთი იქნება ეს თუ სხვა რამ, და არ სჭირდებათ, მოაწოდონ მუზეუმს, სადაც გაუფრთხილდებიან და კოლექციაც გამრავალფეროვნდება.

გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.