მულტიმედია
გოზინაყის რეცეპტი მეფუტკრე ქალებისგან [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ, ყველასათვის ცნობილია, თუმცა მეფუტკრე ქალების რეცეპტის საიდუმლო თაფლის ხარისხშია.

მათ სამზარეულოში მომზადებულ გოზინაყს სხვა გემო აქვს, რადგან მეფუტკრეები მხოლოდ ნატურალურ თაფლს იყენებენ.

„ჩვენი გოზინაყი ყველასგან განსხვავებული და საუკეთესოა, იმიტომ, რომ თაფლი ნატურალურია, ჩვენს მიერ დაწურული, თან მომზადებისას არ გვენანება და რამდენჯერმე ვადუღებთ“, - ამბობენ მეფუტკრეები, დალი რაფავა და თინათინ ბულია.

ისინი სხვადასხვა კოოპერატივს წარმოადგენენ, მაგრამ წინასახალწლო დღეებში ერთად იკრიბებიან და ცდილობენ გოზინაყებს ორიგინალური და სახალისო ფორმები მისცენ.

საახალწლო ტკბილეულს ამზადებენ ნიგვზით, მზესუმზირით, თხილით და მიწის თხილით.

გოზინაყს დათუნიების ფორმის ყალიბებში ასხამენ, ან ჩხირებზე წამოაცვამენ, შემდეგ ფუთავენ და წითელ ბაფთებს უკეთებენ.

„გოზინაყები არომატებით ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან შემოდგომის თაფლი უფრო სქელია, არ უნდა იმდენი დამუშავება, ბევრი წამოდუღება და გაცივება არ სჭირდება. მაისის თაფლის გოზინაყს სულ სხვა არომატი აქვს, ზაფხულისას სხვა“, - ამბობს დალი რაფავა.

ის კოოპერატივ „ენგურის“ წარმომადგენელია, თინათინ ბულია კი კოოპერატივ „ნექტარი 2016“- ის თავმჯდომარეა, თუმცა კონკურენცია მათ არ უშლით ხელს, რომ ერთმანეთს გამოცდილება და წარმატებები გაუზიარონ. საახალწლოდ ერთმანეთთან გოზინაყებით იწონებენ თავს და სუფრასთანაც ასე ილოცებიან:

„გამრავლდით, როგორც ფუტკარი და იყავით ტკბილად, როგორც ჩვენი თაფლი“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა
მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
00:00 / 29.12.2018
ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
ლაივპრესის სტუდია
„დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.