მულტიმედია
მეწარმე ქალების საახალწლო რიტუალი [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების ნანა ფიფია და მაკა მიქენაიას სახლებში ყოველდღიურადაა, თუმცა განსაკუთრებული რიტუალები შობა-ახალი წლისთვის მაინც აქვთ შემონახული.

დიასახლისები, როგორც წესი, თავიანთი საფირმო კერძების მომზადების წესს ბოლომდე არ ამხელენ, მაგრამ „ახალი წლის ხათრით“ მეწარმე ქალებმა ეს საიდუმლო გაგვიზიარეს.

„როცა ფერმერები გავხდით მე და ჩემი მეგობარი, მარწყვის ფესტივალის გაკეთება დაგვავალეს, უნდა გამოგვეცხო კრეპის დიდი ბლინები, მაგრამ არ ვიცოდი და ვისწავლე, ამ შრომასა და წვალებაში ფერმერთან ერთად კარგი ბლინის მცხობელებიც გავხდით. მას შემდეგ ყოველწლიურად ვაცხობთ საახალწლოდ, ბლინის აჩმას, რომელსაც იშვიათად აკეთებენ“, - ამბობს ნანა ფიფია.

ის ფერმერია, კენკროვანი და ხილის კულტურების ასოციაციის თავმჯდომარეა. აქვს მარწყვის ნაკვეთები.

მისი განთქმული ბლინის აჩმის რეცეპტი კი ასეთია:

„4 კვერცხი ცილიან გულიანად, 200 გრამი რძე, 200 გრამი წყალი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ფქვილი, რომელსაც დიასახლისი თავად მიხვდება რამდენი გააკეთოს და ყველი გახეხილი.გამომცხვარი ბლინები უნდა ჩავალაგოთ ჭურჭელში, გვერდები ამოვუკეცოთ, დავაყაროთ გახეხილი ყველი, კარგი იქნება თუ რამდენიმე რამდენიმე ნაჭერსაც დავაწყობთ, ზემოდან წავუსვათ ცხიმი. გამოდის 12 ნაჭერი, რომელიც უნდა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე“.

მაკა მიქენაია ტურიზმის სფეროში მუშაობს, სტუმრებს ხშირად მასპინძლობს. მან თავისი ცნობილი რეცეპტები სამზარეულოში, თვალსაჩინო ადგილას გააკრა.

„ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან მოსწონდათ ჩემი მომზადებული კერძები და აინტერესებდათ რეცეპტები, ამიტომ ჩემი ხელნაწერი რეცეპტები ჩავსვი ჩარჩოში და კედელზე ჩამოვკიდე, ახლა როცა მკითხავენ, ვეუბნები, რომ შეგიძლიათ გადაიღოთ და წაიკითხოთ“. ცნობილი რეცეპტებიდან ის ერთ-ერთს, კომშის დესერტს გვიზიარებს.

„5 ცალი კომში,120 გრ. ნიგოზი, 3 სუფრის კოვზი თაფლი,120 გრამი ქიშმიში, ცოტა კარაქი და მიხაკ დარიჩინი. კომშს შუაგული ამოვაჭერათ, თითოეული ნაჭრის შუაგულში ცოტა კარაქი მოვათავსოთ. ცალკე მოვამზადოთ გულსართი. დავჭრათ ნიგოზი, ქიშმიში, 1 სუფრის კოვზი ზეთი დავასხათ, უმჯობესია მაისის თაფლი, დავუმატოთ დანის წვერით დარიჩინი და კარგად ავურიოთ. შემდეგ ამ გულსართით კომში ამოვავსოთ. დავალაგოთ ჭურჭელზე, ქვევით ჩავუგდოთ ცოტა კარაქი და დავასხათ 1 ჭიქა წყალი. მისი გამოცხობის შედეგ კი დისახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული თუ რას გამოიყენებს ის დესერტის მოსართავად.


ნანა და მაკა ტრადიციული და თავიანთი საფირმო კერძების მომზადების შემდეგ გაშლიან სუფრას, შემდეგ კი კვახს, ანუ „კოპეშიას“ ლამაზად მორთავენ და სახლში შემოაგორებენ.

„სახალწლო რიტუალი გვაქვს, ახალი წლის ღამეს ვრთავთ კვახს, შემოვაგორებთ 12 საათზე კარებში და ვიტყვით, სიკეთე და სიხარული, ხვავი და ბარაქა ამ ოჯახში, შემდეგ კვახს ვინახავთ ნათლისღებამდე დავაბრძანებთ საპატიო ადგილას, ნათლისღებას ვხარშავთ და კუპატთან ერთად მივირთმევთ“, - ამბობს ნანა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,






ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა
მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
00:00 / 29.12.2018
ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
ლაივპრესის სტუდია
„დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.