მულტიმედია
კარანტინი ენგურის ხიდზე [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა, მოძრავი ამბულატორია მორიგეობს. როგორც „ლაივპრესს“ გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრებმა რიმა ძაძუამ განუცხადა, ექიმები მგზავრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეკითხებიან.

„ეკითხებიან, სიცხე ან გრიპი ხომ არ გაქვსო. სხვა რაიმე სახის შემოწმება არ ტარდება“, - ამბობს რიმა ძაძუა. ის ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან დღეს დილით იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მესაზღვრეებს მისთვის აფხაზეთში შესვლა არ აუკრძალავთ, ზუგდიდში მობრუნდა. მისი სიტყვებით, გადაადგილება აკრძალული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში მომავალ მგზავრებს. ამიტომ, შეშინდა, რომ აფხაზეთში გამგზავრების შემდეგ უკან მობრუნებას ვერ შეძლებდა.

მგზავრების ინფორმაციით, კარანტინის შესახებ მოსახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა 10 იანვარს გააფრთხილეს, დღეს დილიდან კი მოძრაობა ჩაკეტეს. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს. ისინი გადაადგილებას ხიდზე ორმხრივად ახერხებენ.

კარანტინის გამოცხადების საკითხი რომ განიხილებოდა, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა ლუდმილა სკორიკმა „აპსნიპრესს“ 10 იანვარს განუცხადა. მისი განმარტებით, მათთან ე.წ. ღორის გრიპი არ დაფიქსირებულა, თუმცა პრევენციისთვის ვაქცინაცია მაინც ჩატარდა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი აცხადებენ, რომ მათთან 10 იანვარს აფხაზეთიდან 2 ბავშვი შეიყვანეს გრიპის ვირუსის ნიშნებით. როგორც ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, მათი ჯანმრთელობი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საერთო ჯამში ბოლო სამ დღეში გრიპის ვირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ზუგდიდის ჰოსპიტალში 15-დან 51-მდე გაიზარდა. აქედან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,






ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა
მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
00:00 / 29.12.2018
ტილო, ძაფი და მუყაოს ქაღალდი, ამ სამი მასალისგან სოხუმელი ირინა მიქავა საახალწლო აქსესუარებს აკეთებს.
ლაივპრესის სტუდია
„დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.