მზარეულის მაგიდა
ჭყინტი ყველის ამოყვანა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ჭყინტი ყველის ამოყვანა არც თუ ისე რთულია და მონდომების შემთხვევაში ნატურალური რძისგან გემრიელი და დაბალკალორიული ყველის დამზადება შეიძლება.

გთავაზობთ ვიდეორეცეპტს

ჩვენი თხოვნით ჭყინტი ყველი ბელა კვარაცხელიამ ამოიყვანა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. ოთხსულიან ოჯახში ჰყავთ ძროხები და სამყოფ რძის პროდუქტებსაც ამზადებენ.

მაშ ასე, დავიწყოთ ჭყინტი ყველის მომზადება. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 8 ლიტრი რძე, რომლისგანაც დაახლოებით კილო-ნახევრი ყველი გამოდის.

შემთბარ რძეში (არ უნდა ადუღდეს) უნდა დავამატოთ შედედებისთვის აუცილებელი კომპონენტი - ე.წ. კვეთი, ან პეპსინი. საზომად შეგიძლიათ გამოიყენოთ პეპსინის ქილის თავსახური. მოვურიოთ და დავტოვოთ თბილ ადგილას, დაახლოებით ნახევარი საათი.

როცა რძე კარგად შედედდება, შეიძლება დავიწყოთ ყველის ამოყვანა. მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხელით მოვურიოთ. რძე აიჭრება, არ შეგეშინდეთ, ასეც უნდა მოხდეს. დავიწყოთ რძეში უკვე აჭრილი შედედებული ნაწილების ერთად შექუჩვა. 10-15 წუთში უნდა მივიღოთ კარგად შეკრული ყველის გუნდა. ამის შემდეგ ამოვიღოთ ყველი და მოვათავსოთ ჯამში.

არ გადაღვაროთ დარჩენილი სითხე - წრუქი. მისგან ნადუღის დამზადება ძალიან მარტივია. იმისთვის, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, ბელა კვარაცხელია გირჩევთ ჩაამატოთ 1 ჭიქა ცივი წყალი და მწიკვი მარილი. ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 30 წუთი. როცა სითხის ზედაპირზე თეთრი ნადუღი ამოტივტივდება, გათიშეთ ცეცხლი, გააცივეთ წრუქი და გაწურეთ მარლის ქისაში. როცა ნადუღი კარგად გაიწურება, ამოიღეთ. შეგიძლიათ ის სხვადასხვა სანელებლითაც გააზავოთ. სამეგრელოში ნადუღს ხშირად ფუჩხოლია ყველის მსგავსად, პიტნის სუნელით კაზმავენ და ღომში ჩამთბარს მიირთმევენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას გებჟალია
განსაკუთრებით გემრიელია.
18:22 / 18.03.2019
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას გებჟალია განსაკუთრებით გემრიელია.






კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია, რომელსაც ასევე
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში.
00:00 / 26.02.2019
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში.






მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე აცხობდნენ.
16:02 / 25.01.2019
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე აცხობდნენ.






„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია.
15:09 / 14.01.2019
„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია.
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი