„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია.
მას ზუგდიდელი დიასახლისი ეთერ ფაჟავა ბებიის რეცეპტით ამზადებს.
„ამ წვნიანს ბებია მართა გაციების დროს სვამდა და შვილიშვილებსაც
ასმევდა. წამალი არასდროს დაულევია და 100 წლამდე იცოცხლა“, - ამბობს
დიასახლისი, რომელიც მალე 80 წლის გახდება.
ის ბებია მართას წვნიანს ზამთარში ხშირად ამზადებს და მეგობრებს
ეპატიჟება.

„მიირთვით ტიბუ და წამალი აღარ დაგჭირდებათ“, - ამბობს
დიასახლისი.
„ტიბუ“ მეგრული სიტყვაა და თბილს ნიშნავს.
წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა: 4 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი, 1
თავი ნიორი, 1 სუფრის კოვზი ქონდარი, 1 ლიტრი წყალი, პილპილი და
მარილი გემოვნებით.