მზარეულის მაგიდა
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში. სვანური კერძის მომზადებას სახლის პირობებშიც შეძლებთ. კუბდრის რეცეპტი ზუგდიდში მცხოვრებმა ფარჯიანების ოჯახის დიასახლისმა გაგვიზიარა.

მასალა 3 საშუალო ზომის კუბდრის მოსამზადებლად:

დაგჭირდებათ 600 გრამი საქონლის ხორცი, 300 გრამი ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი და 5 კბილი ნიორი. ასევე გემოვნებით სვანური მარილი, უცხო სუნელი და ქინძი.

კუბდრის შიგთავსი - წვრილად დავჭრათ ხორცი, ხახვი, ნიორი და ქინძი. შევაზავოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ღვინო. კარგად დავამუშაოთ ხელით და 20 წუთით შევდგათ მაცივარში.

ცომისთვის დაგვჭირდება: ერთი კილოგრამი ფქვილი, ერთი სუფრის კოვზი საფუარი, შაქარი და მარილი. ცომი უნდა მოვზილოთ რძით.

დაახლოებით ერთ საათში, მას შემდეგ რაც ცომი აფუვდება, გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ და თითოეულში მოვათავსოთ ასევე სამად გაყოფილი შიგთავსი.

უკვე გამზადებულ მასას ვაცხობთ 100 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვიტანოთ და წავუსვათ ქარაქი. შევფუთოთ ხელსახოცით დაახლოებით 10-15 წუთით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას გებჟალია
განსაკუთრებით გემრიელია.
18:22 / 18.03.2019
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას გებჟალია განსაკუთრებით გემრიელია.






მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე აცხობდნენ.
16:02 / 25.01.2019
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე აცხობდნენ.






„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია.
15:09 / 14.01.2019
„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია.






ჭყინტი ყველის ამოყვანა არც თუ ისე რთულია და მონდომების
შემთხვევაში
13:56 / 12.01.2019
ჭყინტი ყველის ამოყვანა არც თუ ისე რთულია და მონდომების შემთხვევაში
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი