მზარეულის მაგიდა
ადესის წვენის ფელამუში
ინგრედიენტები:

ადესის ყურძნის წვენი - 1.5 ლიტრი
სიმინდის ფქვილი - 300 გრამი
შაქარი - 200 გრამი [გემოვნებით]

მომზადება:

ყურძნის წვენი ჩავასხათ სქელძირიან თუნუქის ქვაბში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ადუღების მერე მოვაშოროთ ქაფი. ქვაბიდან გადმოვიტანოთ დაახლოებით 250 გრამი წვენი და გავაცივოთ. დარჩენილი წვენი კი ვადუღოთ 15 წუთი.

გაცივებულ წვენს დავაყაროთ წვრილად გაცრილი სიმინდის ფქვილი და კარგად მოვურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

წვენის დუღილის პროცესში მორევის შეუჩერებლად ჩავასხათ მიღებული მასა და ვხარშოთ შესქელებამდე, სანამ არ გაუქრება ფქვილის სუნი, დაახლოებით 30 წუთი.

ფელამუში ცხლად დავასხათ თეფშზე და გემოვნებით მოვაყაროთ გახეხილი თხილი ან ნიგოზი.