ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
რომელსაც ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში.
სვანური კერძის მომზადებას სახლის პირობებშიც შეძლებთ. კუბდრის
რეცეპტი ზუგდიდში მცხოვრებმა ფარჯიანების ოჯახის დიასახლისმა
გაგვიზიარა.
მასალა 3 საშუალო ზომის კუბდრის მოსამზადებლად:

დაგჭირდებათ 600 გრამი საქონლის ხორცი, 300 გრამი ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი და 5 კბილი ნიორი. ასევე გემოვნებით სვანური მარილი, უცხო სუნელი და ქინძი.
კუბდრის შიგთავსი - წვრილად დავჭრათ ხორცი, ხახვი, ნიორი და ქინძი. შევაზავოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ღვინო. კარგად დავამუშაოთ ხელით და 20 წუთით შევდგათ მაცივარში.
ცომისთვის დაგვჭირდება: ერთი კილოგრამი ფქვილი, ერთი სუფრის კოვზი საფუარი, შაქარი და მარილი. ცომი უნდა მოვზილოთ რძით.

დაახლოებით ერთ საათში, მას შემდეგ რაც ცომი აფუვდება, გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ და თითოეულში მოვათავსოთ ასევე სამად გაყოფილი შიგთავსი.
უკვე გამზადებულ მასას ვაცხობთ 100 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვიტანოთ და წავუსვათ ქარაქი. შევფუთოთ ხელსახოცით დაახლოებით 10-15 წუთით.