მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს, დაქუცმაცებულს.

ყველისგან მომზადებულ კერძს ასე იმიტომ ჰქვია, რომ ჭყინტი ყველი ხელით იფშვნება, რის შემდეგაც ემატება დაკეპილი პიტნის, ქინძის, წიწაკის და ნივრის სოუსი, ცოტა მარილით.

ფუჩხოლიას მომზადება მარტივია, მთავარია ჭყინტი ყველი იყოს სწორად შერჩეული - კარგად მოსული, ისეთი როგორიც გამოიყენება ელარჯის მოსამზადებლად. შეკმაზული ყველისგან კეთდება პატარა ბურთები, რომელიც თავსდება ცხელ ღომში. რამდენიმე წუთში, როცა ცხელ ღომში ყველი დნობას დაიწყებს, განსაკუთრებულ გემოს იძენს და ძალიან გემრიელია.