მზარეულის მაგიდა
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ ჯარგვალში საახალწლო სუფრისთვის აუცილებელ ტკბილეულს, ჯანჯუხას ამზადებენ.

ჯანჯუხა მეგრული ჩურჩხელაა, რომელიც თხილისგან მზადდება.

ტრადიციული რეცეპტით, თხილი კეცზე უნდა მოხალოს და შემდეგ ძაფზე აიცვას. ფელამუშისთვის სიმინდის ფქვილი კარგად, ორჯერ უნდა გაიცრას. 2 ჭიქა ფქვილი ერთ ლიტრ ყურძნის წვენში იხსნება. ფაფაში, ფქვილი კარგად რომ მოიხარშება, შემდეგ მასში ძაფზე აცმულ თხილს ამოავლებენ.