მზარეულის მაგიდა
ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი, რომელიც კეჟერა ფხალის მწნილისგან მზადდება. 

საჭირო მასალა:

კეჟერა ფხალის მწნილი - 400 გრამი
ნიგოზი - 150 გრამი
ქინძი ერთი კონა
ერთი ცალი პატარა ზომის ხახვი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

დავჭრათ კეჭერა ფხალის მწნილი პატარ ნაჭრებად, დავამატოთ დანაყული ან დაფქვილი ნიგოზი, ასევე დაჭრილი ხახვი და ქინძი. მოავაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგად მოვურიოთ. 

განსაკუთრებით გემრიელია ამოლესილ ლობიოსთან და ღომთან ერთად.