ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
1კგ. ხაჭო (მაღალპროცენტიანი)
300 გრ. არაჟანი (მაღალპროცენტიანი)
200 გრ. შაქრის პუდრა
170გრ. შედედებული რძე
200გრ. ნაღების კარაქი
150 გრ. ქიშმიში ან ცუკატები
მწიკვი დარიჩინი
მწიკვი ვანილი
50 გრ. გოგრის თესლი

მომზადების წესი:
1კგ. ხაჭოს ვატარებთ რკინის საცერზე, რათა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ვამატებთ 300გრ. არაჟანს, 200გრ. დარბილებულ კარაქს, 200გრ. შაქრის პუდრას და 170გრ. შედედებულ რძეს. ინგრედიენტებს ვამუშავებთ მიქსერით, ან ბლენდერით.
ერთგვაროვან მასაში ვამატებთ ქიშმიშს ან ჩირს (გემოვნებით), ასევე ვანილს, დარიჩინს, გოგრის თესლს ან თხილს.
მარლას ვაფენთ ფორმაში, გამოდგება ძირში გახვრეტილი ყვავილის ქოთანიც. ვასხამთ ხაჭოს მასას და ვფუთავთ. ფორმა უნდა დავდოთ თეფშზე, რადგან პასკიდან ზედმეტი სითხე გამოდის. მაცივარში მოთავსებამდე მას სიმძიმე უნდა დავადოთ.
პასკა მაცივარში მინიმუმ ერთი დღე-ღამე მაინც უნდა გაიწუროს. შემდეგ კი შეიძლება თეფშზე გადმოვიტანოთ და სურვილისამებრ მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით