მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი ლობიოა. ხარკალია გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის. 

ინგრედიენტები

500გრ. ლობიო
200გრ. თხილი ან ნიგოზი
1ცალი საშუალო ზომის ხახვი
3 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
1 კონა ოხრახუში
1ჩ.კ ხმელი ქინძი
1.ჩ.კ ზაფრანა
დაფქული ან ცოცხალი პილპილი გემოვნებით
2ს.კ ზეთი
მარილი გემოვნებით. 

მომზადების წესი

ლობიო ჩავალბოთ ცივ წყალში 2-3 საათით. შემდეგ მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ მარცვლებმა ფორმა შეინარჩუნონ. ლობიოს წამოდუღებისთანავე ვუცვლით წყალს.

სანამ ლობიო იხარშება, ვჭრით ხახვს და ნიორს. ხახვის ნაწილს ცოცხლად შევინახავთ, ნაწილს კი ვთუშავთ ნიორთან ერთად. ვჭრით მწვანილებს და პილპილს.

მოხარშულ ლობიოს გადავწუროთ წყალი, გადავიტანოთ დიდი ზომის ჭურჭელში, რომ მორევა არ გაგვიჭირდეს. ვაყრით ცოცხალ და მოთუშულ ხახვს ნიორთან ერთად, დაქუცმაცებულ თხილს ან ნიგოზს, ხმელ სუნელებს, პილპილს, მწვანილებს და მარილს. შეგიძლიათ დაამატოთ ძმარიც.

მოვურიოთ ფრთხილად, რომ ლობიოს ფორმა არ დაეკარგოს.

ხარკალია განსაკუთრებით გემრიელია მჭადთან ან მოხალულ ღომთან ერთად. გირჩევთ დააყოლოთ ერთი ჭიქა მეგრული ღვინო კოლოში ან ოჯალეში.

გემრიელად მიირთვით