მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:

მწყერი 3 ცალი;

მწყრის კვერცხი 2ც;

ნიგოზი 100 გრ;

ხახვი 50 გრ;

ნიორი 2 კბილი;

ხარჩოს სუნელი - ხმელი ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

შევწვათ მწყერი, მოვხარშოთ მწყრის კვერცხი. ქვაბში მოვთუშოთ ხახვი, დავამატოთ სუნელები და მარილი. როგორც კი მოიშუშება, ვამატებთ 150 მლ წყალს.

როცა წამოდუღდება, ვაყრით გატარებულ ნიგოზს და ვხარშავთ 5 წუთი.

როგორც კი ხარჩო შესქელდება ვაწყობთ გამზადებულ მწყერს. კერძს ვაფორმებთ მწყრის კვერცხით და პილპილით.