პოლიტიკა
გალელები მოუწოდებენ დე ფაქტო მთავრობას არ დაუშვას გამშვები პუნქტების გაუქმება
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაუქმდება. საქმე ეხება 17 მარტს, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებას, რომელიც აპრილში ამოქმედდება.

„საუბრობენ ჩაიკეტებაო, მაგრამ ჯერჯერობით დაბალ ზონაში ყველა ჩვეულებრივად მოქმედებს. მახსოვს ერთი წლის წინაც თქვა პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ჩავკეტავთო, მაგრამ არ ჩაუკეტიათ. არ მგონია ახლაც გააკეთონდა და დიდი იმედი გვაქვს, ასეც იქნება“, - უთხრა „ლაივპრესს“ ოტობაიელმა რესპოდენტმა.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის, ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონის და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონას ე.წ. გადასასვლელები.

„ლეკუხონას გადასასვლელით მაინც არ გადადიოდა ხალხი და თაგილონის გდასასასვლელზე მოძრაობა არის ჩვეულებრივ რეჟიმში“, - უთხრა „ლაივპრესს“ ჩიკვაიძემ.

გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეების აზრით, ე.წ. გადასასვლელების გაუქმებით გალის დაბალი ზონის სოფელი დაზარალდება, რადგან ენგურის ხიდამდე დაახლოებით 20-25 კილომეტრის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს.

თებერვალში გალის მოსახლეობამ დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, სადაც ისინი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების გამარტივებას ითხოვენ. რესპოდენტების ინფორმაციით, ხელმოწერების ნაწილი უკვე შევიდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, ხელმოწერების შეგროვება ახლაც მიმდინარეობს.

ენგურის ხიდის გარდა, ამ დროისთვის აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება შესაძლებელია ოტობაია-განმუხურის, ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანის და ოტობაია-ორსანტიის საკონტროლო-გამშვები პუნქტებით.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომ გაუქმდებოდა ამის შესახებ განცხადება რაულ ხაჯიმბამ 2014 წელსაც გააკეთა. ის აცხადებდა, რომ გადაადგილებისთვის მხოლოდ ენგურის ხიდი დარჩება. 2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთობლივი ზომების მიღებას ითვალისწინებს, მისი დაცვის მიზნით. სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდა საკითხი აქტუალური.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ
ფაზაშია.
18:53 / 04.04.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე