პოლიტიკა
რას შეცვლის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენები
FaceBook Twitter
E-mail Print
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება, გაჩნდა კითხვა, ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება დაპირისპირებას უმრავლეოსბაში და როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები საკრებულოების მუშაობაზე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები საკრებულოში რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. თუმცა დეპუტატების ნაწილის აზრით, ეს პროცესები მათ მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.

„რესპუბლიკური პარტიის“ რეგიონული კოორდინატორი და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თოდუა მიიჩნევს, რომ მისი პარტიის გადაწყვეტილება ზრდის კონკურენციას, რაც დემოკრატიული პროცესია:

„ჩვენ კონკურენტულ გარემოში ადრეც გვიწევდა მუშაობა საკრებულოში. ეს კონკურენცია საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო გაძლიერდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდებით ან რაღაც საკითხებში გავემიჯნებით. იქნება საკითხები სადაც ჩვენი პოზოცია იქნება განსხვავებული. თუ ჩვენ შევჯერდით, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ზუგდიდისთვის, ამას ერთობლივად დავუჭერთ მხარს“.

მიმდინარე ცვლილებების შეფასებაზე კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიაჩნიათ საკრებულოს წევრებს „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლის საკრებულოში, თენგიზ ხარჩილავას სიტყვებით, მოვლენები საკრებულოს მუშაობას, კონკურენციის გაზრდის პირობებში უფრო საინტერესოს გახდის. მისი აზრით, კოალიციის წევრების ურთიერთობა ახალ ეტაპზე არ იქნება მწვავე დაპირისპირების ფორმატში, ისეთი როგორსაც ქართული საზოგადოებაა შეჩვეული.

„ეს კონკურენცია მიიღებს, ალბათ უფრო თანამედროვე, ცივილიზებულ ფორმას და იქნება კრიტიკა, მაგრამ საღი. არა ემოციის, არამედ ცივი გონების ფონზე“, - განმარტა ხარჩილავამ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კრიტიკული ვერ იქნება. მისი განცხადებით, ზუგდიდში „რესპუბლიკელების“ ქმედებები როგორც ადრე, ამჯერადაც დამოკიდებული იქნება სათაო ოფისზე.

„მე მათი მხრიდან არ ველოდები რადიკალიზმს ან განსხვავებულ პოზიციას. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მუშაობს სუსიც. ეს ადამიანები დღეს არიან თანამდებობებზე და ძალიან ადვილია, პრჭყალებში რომ ვთქვათ, რამის მოძებნა იმისთვის, რომ მათ სხვა პოზიცია არ ჰქონდეთ“.

არც საკრებულოს თავმჯდომარე ელოდება რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს. მერაბ ქავარაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ზუგდიდის საკრებულოსთვის ჯანსაღი ოპონირების პირობებში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება:

„ჩვენი ფოკუსირება ხდება იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე რაც ქალაქში ხდება, შესაბამისად საკრებულო იქნება ერთსულოვანი ამ პრობლემებთან გამკლავების თვალსაზრისით. საკრებულო ჩვეულ რიტმში აგრძელებს და გააგრძელებს მომავალშიც მუშაობას“.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან 9 კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, მასში შედის „რესპუბლიკური პარტიის“ სამი და „კონსერვატიული პარტიის“ ერთი წევრი. ოპოზიციურ ფლანგს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი, „თავისუფალი დემოკრატების“ ორი და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ერთი წევრი წარმოადგენს.

ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება 31 მარტს მიიღო „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულმა კომიტეტმა. გადაწყვეტილების შესაბამისად, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ პარლამენტის არჩევნებამდე დარჩება. ამასთან, როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, პარლამენტის უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურა, დაუყოვნებლივ გასვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნორმალური და მისაღები“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ
ფაზაშია.
18:53 / 04.04.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე