პოლიტიკა
არაღიარების პოლიტიკა და მისი შესაძლო გავლენა გალის შეხვედრების აღდგენაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
სოხუმი თბილისს ანტიაფხაზური ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და იმუქრება, რომ იზოლაციის პოლიტიკა გალის შეხვედრების აღდგენის პროცესზე იქონიებს გავლენას. დე ფაქტო ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია 21-23 აპრილს, ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში გამართულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოფენამ, რომელშიც აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობდა. მოგვიანებით საგანგებოდ გამოყოფილი კუთხე დახურეს, სოხუმის მტკიცებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შედეგად - უხეში ფორმებით, ადგილობრივი სამართალდამცველების ძალისხმევით. დე ფაქტო რესპუბლიკაში მომხდარს იზოლაციის მორიგ მცდელობად აფასებენ, თბილისი კი გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებს და პირიქით, აცხადებს, რომ მსგავსი სტატუსით აფხაზეთის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში, საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს.

„საქართველომ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ 21-ე საუკუნეში მას არ გამოუვა ბერლინის კედლის აგება აფხაზეთის ირგვლივ. პროვოკაციული ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - განმარტავს სოხუმი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისთვის გაუგებარია კავშირი ამ განცხადებას და ჩერნოგორიაში მომხდარის გავლენაზე გალის შეხვედრების აღდგენის პროცესზე. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომ, მისი ხსენება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ითქვა, მოულოდნელი იყო. მინისტრის მოადგილე „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სოხუმის განცხადების მიხედვით, თუ თბილისი აფხაზეთს არ აღიარებს, გალის შეხვედრები არ შედგება, რაც საქართველოსთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას ეწინააღმდეგება. ციხელაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სოხუმი მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან ეს შეხვედრები ყველა მხარის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ინტერესებშია.

რაც შეეხება ფორმებს, თუ როგორ მოსთხოვეს სტენდის აღება ჩერნოგორიაში აფხაზეთს, მინისტრის მოადგილემ ამ ყველაფერთან საქართველოს კავშირი უარყო. მისი თქმით, თბილისმა ინსტრუქცია შესთავაზოს მასპინძელ ქვეყანას, თუ რა მექანიზმებით დაატოვებინონ სოხუმიდან დელეგაციას საერთაშორისო ღონისძიებები, ასეთი რამ არ ხდება. „თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ეს იმ კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა“.

ციხელაშვილმა ცინიკური უწოდა დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებას, რომ ჩერნოგორიის შემთხვევა მათი იზოლაციის მორიგი მცდელობაა. მისი თქმით, კედლებს და მავთულხლართებს სინამდვილეში საოკუპაციო ძალა აგებს ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ: „ამიტომ, ეს ან თვითიზოლაციაა, ან კიდევ იზოლაცია რუსეთის, და არა საქართველოს მხრიდან“.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ისინი საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ, ყველა სერვისს სთავაზობენ განვითარების თანაბარ შესაძლებლობებთან ერთად, იზოლაცია კი მაშინ იქნებოდა, თუ ამ ინსტრუმენტებით სარგებლობის უფლება აფხაზეთზე არ გავრცელდებოდა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობის ლეგიტიმაციისკენ იქნება მიმართული, თბილისი ყოველთვის დაბლოკავს, და უნდა დაბლოკოს კიდეც. თუმცა მისი განმარტებით, არის სფეროები, მაგალითად განათლება, კულტურა, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს აფხაზების დეიზოლაციას, მათ მეტ ინტეგრირებას თანამედროვე სამყაროში. კონფლიქტოლოგს მიაჩნია, რომ მსგავსი მიდგომა რუსეთის გავლენას ამ რეგიონზე შეამცირებს:

„გააჩნია ვინ ცდილობს. თუ ესენი არიან გარკვეული ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხელი უნდა შევუწყოთ აფხაზეთის გასვლას, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გარეშე დღეს ეს ვერ მოხდება, რადგან ცივილიზებული სამყარო აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს. ამიტომ გაგებით უნდა მოეკიდონ ამ პოზიციას“.

თუმცა სოხუმი თბილისის მცდელობის მიუხედავად ცალკეულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას, ან მცირე ხნით დაფიქსირებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მაინც ახერხებს. ზურაბ ბენდიანიშვილის შეფასებით, მიზეზი რუსეთის მხარდაჭერაა, მისი წვდომა მსგავსი შინაარსის აქტივობებზე.

საქართველოს კი, განმარტა, როგორც პატარა სახელმწიფოს, არ შეუძლია გააკონტროლოს სრულად მსოფლიოს მასშტაბით კონფერენციები, ფორუმები თუ გამოფენები, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნის თვითთმართველი ორგანოს, ან არასამთავრობო სექტორის ინიციატივით იმართება. ამიტომ, განმარტა - აქტიურად უნდა იმუშაონ არაღიარების პოლიტიკაზე და იმ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სადაც იმართება ეს ღონისძიებები, უნდა იცოდნენ საქართველოს პოზიცია.

იქონიებს თუ არა ჩერნოგორიის შემთხვევა გავლენას გალის შეხვედრების აღდგენის პროცესზე, ქეთევან ციხელაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ - არა. მისი განმარტებით, თარიღზე, თუ როდის უნდა გაიმართოს პირველი შეხვედრა, საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა სავარაუდოდ ყველაფერი მაისში უნდა გაირკვეს.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის გადაწყვეტილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე მიიღეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ
ფაზაშია.
18:53 / 04.04.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე