პოლიტიკა
ზუგდიდის პოლიტიკური ცხოვრება არჩევნების დანიშვნიდან ერთი თვის თავზე [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის არჩევნების თარიღის დასახელებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ზუგდიდში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან კი მხოლოდ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ იციან, თუ ვინ უნდა წარადგინონ პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად. სხვა პოლიტიკური ძალები კანდიდატების დასახელებას მაისის ბოლოსთვის გეგმავენ.

„შტაბის გახსნის შემდეგ დაიწყო დაკომპლექტება. შტაბი დილიდან საღამომდე ღიაა, მიმდინარეობს ახალი წევრების მიღება. ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერება. რაიონში ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული კანდიდატების შესახებ, რაც შეეხება ქალაქს, აქ უკვე შერჩეული გვყავს მაჟორიტარობის კანდიდატი. ის ირაკლი ჩიქოვანი იქნება [ჩიქოვანი პარლამენტის წევრია]“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადეიშვილმა. პარტიამ ოფისი ზუგდიდში შარშან ნოემბერში გაიხსნა.

ზუგდიდში ოფისი აქვს „რესპუბლიკურ პარტიასაც“. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა, რომელიც ამავდრულად ქალაქი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ რაიონული ორგანიზაცია სტრუქტურულად გამართულია.

„როგორც დამოუკიდებლად, ასევე კოალიციაში ყოფნის დროს დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება არჩევნებში მონაწილეობის, აქედან გამომდინარე დღესაც მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად. რაც შეეხება კანდიდატებს, პარტია ჯერ კიდევ მუშაობს ამ მიმართულებით და მაისის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება ყველა ოლქში, ვინ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარად“, - უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი თოდუამ.

ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში სტრუქტურულად გამართული ორგანიზაციები აქვთ.

„ახლო მომავალში შევჯერდებით და წარვადგენთ როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ასევე, პარტიული სიის დეპუტატებს. ახლო მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის სახეები. ჩვენთან იქნებიან როგორც ახალი სახეები, ასევე ისინი, ვინც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყანას“, - განაცხადა პარტიის კურატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავამ.

უბნებში კოორდინატორების შერჩევაზე მუშაობა დაიწყო კახა კუკავას პარტიამ „თავისუფალი საქართველო“. ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა გურამ (ცაცა) შელიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ იციან ეყოლებათ, თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში.

„ამჟამად ერთი პატარა ოთახი გვაქვს. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ გაფართოებას. მაისის ბოლომდე ყველა უბანში გვეყოლება კოორდინატორი, რაიონში არ ვიცი, მაგრამ ქალაქში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი“, - ამბობს გურამ (ცაცა) შელია.

ზუგდიდში ოფისი ჯერჯერობით არ აქვს „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, თუმცა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგიტა ბიგვავას განცხადებით, მაისის ბოლოს მათი ოფისიც გაიხსნება.

„შექმნილია რაიონული ორგანიზაციები. მაისიდან დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა მათ მივაწოდოთ ჩვენი წინასაარჩევნო მესიჯები“, - უთხრა „ლაივპრესს“ გოგიტა ბიგვავამ.

ზუგდიდში ოფისი არ აქვს მმართველ პარტიასაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

„ამ დღებში შევალთ ახალ ოფისში. ვემზადებით ყრილობისთვის, რომელიც მაისში გაიმართება, რის შემდეგაც ჩვენ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა პარტიის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრმა ლაშა გოგიამ, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

„ეროვნულ-დემოკრატიულ“ პარტიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ წინასაარჩევნო სამზადისი ნაადრევია: „საუბარი, იმაზე რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად მიიღებს პარტია მონაწილეობას, გვეყოლება თუ არ ჩვენი კანდიდატი, ან დავუჭერთ თუ არა სხვა მაჟორიტარს მხარს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა პარტიის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრმა კახა ჯიქიამ.

პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის ზუგდიდის ახლად გახსნილ ოფისში კი „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მათი აქტივობები, მოსახლეობასთან შეხვედრები და რეგიონის მასშტაბით ოფისების გახსნა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა. პრეზიდენტის დადგენილებით, არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ
ფაზაშია.
18:53 / 04.04.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე