ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებიც უკვე ცნობილია. შესაბამისად ისიც, თუ
რომელი პარტიებით დაკომპლექტდება საკრებულოები ქვეყნის მასშტაბით, მათ
შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. ეს ის პოლიტიკური
სუბიექტებია, ვინც 4%-იანი ბარიერი გადალახეს.
<
ზუგდიდი >
ზუგდიდის საკრებულო სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი. მმართველმა
პოლიტიკურმა ძალამ რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ყველაზე
მეტი მხარდაჭერა მიიღო. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 56,99%-მა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების 24,67% აქვს, „ევროპულ საქართველოს“ კი
11,05%.
რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, მათი მონაცემები ასე გამოიყურება:
„დიმიტრი ლორთქიფანიძე,
კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ -
1,87%, „რესპუბლიკური პარტია - 0,43%, დავით თარხან-მოურავი, ირმა
ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1,7%, „შალვა
ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,04% და
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 1,2%.
<
წალენჯიხა >
წალენჯიხის საკრებულო ზუგდიდისგან განსხვავებით, ოთხი პარტიით
დაკომპლექტდება. აქაც მმართველი პოლიტიკური ძალა ლიდერობს 52,89%-ით.
მას მოსდევს ენმ - 22,93%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“.
მას ხმების 12,2% აქვს. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, წალენჯიხის
საკრებულოს პირველად ეყოლება წევრები „დავით თარხან-მოურავი, ირმა
ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“. პარტიამ ამომრჩეველთა
ხმების 5,01% მიიღო.
სხვა პოლიტიკური სუბიექტების მონაცემები ასეთია: „დიმიტრი
ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი
საქართველო“ - 1,47%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ -
0,19%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,09%
და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 3,17%.
< ჩხოროწყუ
>
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ უფრო მეტი პარტიით იქნება
წარმოდგენილი, ვიდრე ზუგდიდის და წალენჯიხის. აქაც პირველ სამ ადგილს
„ქართული ოცნება“ – 53,65%-ით, ენმ - 23,89%-ით და „ევროპული
საქართველო“ ინაწილებენ 6,79%-ით.
ჩხოროწყუს წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, ახლად არჩეულ
საკრებულოშიც ეყოლება წევრი „პატრიოტთა ალიანსს“, უფრო შესუსტებული
მხარდაჭერით. პარტიას ხმა მისცა მოქალაქეთა 4,35%-მა, როცა 2014 წელს
ამ მონაცემმა 6,22% შეადგინა. ამავე საკრებულოში იქნება ახლადშექმნილი
„შენების მოძრაობაც“, რომელმაც ამომრჩეველთა 4,32% მიიღო.
სხვა პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა: „დიმიტრი ლორთქიფანიძე,
კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ -
2,09%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%,
„რესპუბლიკური პარტია“ - 2,5%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს
ლეიბორისტული პარტია“ - 1,54% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას
გზა“ - 0,74%.
< ფოთი
>
ფოთის საკრებულო კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება წარმოდგენილი
პოლიტიკური სუბიექტებით, ვიდრე ზუგდიდში, წალენჯიხასა და
ჩხოროწყუში.
პირველ სამ ადგილს წინა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც „ქართული
ოცნება - 51,48%-ით, ენმ - 15,26%-ით და „ევროპული საქართველო“
ინაწილებენ 11,59%-ით.
მეოთხე პოზიციაზეა „შენების მოძრაობა“, რომელმაც მოსახლეობის
6,47%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მას მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“
5,49%-ით, როცა ამ პარტიას წინა მოწვევის საკრებულოში ამომრჩევლის
14,66%-მა მისცა ხმა.
ბარიერი გადალახა და ახლად არჩეულ საკრებულოში მოხვდება „ლეიბორისტული
პარტიაც“. საარჩევნო სუბიექტს ნდობა მოქალაქეების 4,3%-მა გამოუცხადა.
ფოთის საკრებულოში იქნება ასევე წარმოდგენილი „დიმიტრი ლორთქიფანიძე,
კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ -
4,4%-ით.
სხვა პარტიების შედეგები ასეთია: „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას
გზას“ 0,77% აქვს, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ კი
ხმების 0,12% მიიღო.
< ხობი
>
ხობის საკრებულო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება. ხმების უმრავლესობა ამ
შემთხვევაშიც მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს, რაც 52,61%-იან
მხარდაჭერაში გამოიხატა. მეორე პოზიციაზე
„ნაციონალური მოძრაობაა
“ 17,02%-ით. მესამე ადგილზე „ევროპული
საქართველო“ - 13,78%-ით. „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმების 4,22%
აქვს.
დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მონაცემები ასე გამოიყურება:
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა -
თავისუფალი -საქართველო“ - 3,64%, „განათლება დემოკრატიული
მოქალაქეობისათვის 0,21%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,79%, „მემარცხენე
ალიანსი“ - 1,09%, „შენების მოძრაობა“ - 2,6%, „თავისუფლება - ზვიად
გამსახურდიას გზა“ - 106 0,72%, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ -
0,26%,
< მარტვილი
>
მარტვილის საკრებულო ხუთი პარტიის წევრებით იქნება წარმოდგენილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 40,09% მმართველმა
პოლიტიკურმა ძალამ მიიღო. მას ენმ მოსდევს 27,78%-ით. მესამე
პოზიციაზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარი 10,79%-მა დაუჭირა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოების
მსგავსად, „პატრიოტთა ალიანსი“ მარტვილის საკრებულოშიც მოხვდა.
პარტიამ ხმების 7,23% მიიღო. ამავე საკრებულოში იქნება
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, რომელმაც ბარიერი გადალახა
და 6,47% აქვს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა: „მოძრაობა
სახელმწიფო ხალხისთვის“ - 0,5%, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა -
დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“ - 3,12%, „განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ 0,16%, „რესპუბლიკური პარტია“ -
2,42% და „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -
1,37%.
< სენაკი
>
სენაკის საკრებულო ოთხი პარტიით იქნება წარმოდგენილი. აქ ხმათა 51,07%
„ქართულ ოცნებას“ აქვს. მეორე ადგილზეა ენმ 25,03%-ით. მესამე
პოზიციაზე „ევროპული საქართველო“, რომელმაც 12,49%-იანი მხარდაჭერა
მიიღო, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამომრჩევლის 4,31%-იანი
მხარდაჭერა.
საკრებულოს მიღმა დარჩნენ:
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა -
დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“ - 1,27%, „განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%, „მემარცხენე ალიანსი“ -
1,21%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,65%,
„შენების მოძრაობა“ 1,19% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
- 0,65%.
< აბაშა
>
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აბაშის საკრებულო ექვსი პოლიტიკური
სუბიექტით დაკომპლექტდება. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი „ქართული
ოცნება“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51,35% მიიღო. მას მოსდევს ენმ
23%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 7,93%-ით. სხვა
მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აბაშის საკრებულოში მოხვდა
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. მას 4,02%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ამავე საკრებულოში იქნება „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა -
დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“, რომელსაც ნდობა
მოსახლეობის 4,12%-მა გამოუცხადა. ბარიერი გადალახა „პატრიოტთა
ალიანსმაც“. მას 4,86% აქვს.
სხვა პარტიების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: „განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%, „შალვა
ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1,93%, „გიორგი
ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ - 1,93% და „თავისუფლება - ზვიად
გამსახურდიას გზა“ - 0,69%.
< მესტია
>
მესტიის საკრებულოში ყველაზე მეტი დეპუტატი სხვა მუნიციპალიტეტების
მსგავსად „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, რომელმაც მოსახლეობის 59,28%-იანი
მხარდაჭერა მიიღო. მეორე პოზიციაზე სხვა საკრებულოებისგან
განსხვავებით „პატრიოტთა ალიანსია“. პარტიას 12,91% აქვს და ამ
მონაცემებით უსწრებს მესამე პოზიციაზე მყოფ „ევროპულ საქართველოს“ -
12,55% და ენმ-ს 7,59%.
საკრებულოს მიღმა დარჩნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები:
„დიმიტრი ლორთქიფანიძე,
კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“
2,95%, „რესპუბლიკური პარტია“ - 1,22%, „შალვა
ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,46% და
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 1,01%,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა.
მოსახლეობამ ქვეყნის მასშტაბით 64 მერი და ამდენივე საკრებულოს 2 058
წევრი აირჩია.