პოლიტიკა
რას სთავაზობენ ზუგდიდის მერობის მსურველი დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მერობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა ორმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გიორგი შენგელია და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია სანდრა რულოვსი.

გარდა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა, ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს. მათ წარსადგენად საინიციატივო ჯგუფები საოლქო კომისიაში უკვე დარეგისტრირდნენ და ახლა მოუწევთ სასურველი კანდიდატის დასარეგისტრირებლად 9 აპრილამდე 1206 ამომრჩევლის ხელმოწერის წარდგენა.

მერობის მსურველებს შორის არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მოძრაობის „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, თეოლოგი დავით თორდია და ისტორიკოსი გოგიტა ბიგვავა.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ საარჩევნო პროგრამაზე დეტალურად დარეგისტრირების შემდეგ ისაუბრებს. ის 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დამარცხდა. ამბობს, რომ გამარჯვებაში არც ახლაა დარწმუნებული, თუმცა მოქალაქეებს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

ზუგდიდის მერობის მსურველ, თეოლოგ დავით თორდიას თქმით კი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდში შეცვლის ხალხის მსოფლმხედველობას, საზოგადოებას გამოაღვიძებს და ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოიყვანს.

„ხალხი არის გამოსაღვიძებელი. ხალხს არ აქვს ინფორმაცია და არ იძლევიან საინფორმაციო საშუალებები. არ აქვთ წვდომა პოლიტიკურ ინფორმაციაზე, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში და მის გარეთ“, - ამბობს დავით თორდია.

საკუთარ თავზე ყვება, რომ არის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის - "ახალი სიტყვის" პრეზიდენტი. მან 2018 წელს, „მიძინებული ერის გამოღვიძების“ მიზნით ფეხით მსვლელობის აქციაც მოაწყო. ირწმუნებოდა, რომ მესტიიდან თბილისამდე ფეხით ჩავიდოდა. მისი მოთხოვნა იყო ასევე, სახელმწიფომ დაიწყოს ზრუნვა მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვაზე, რადგან არსებობს მათი გაქრობის საფრთხე.

ზუგდიდის მერობის მსურველი, „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ უკვე შეიმუშავა ზუგდიდის განვითარების კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენს. თენგიზ ჯგუშია 1999 წელს, ზუგდიდის მაჟორიტარი გახდა ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“, პარლამენტში შესვლის შემდეგ კი „მოქალაქეთა კავშირში“ გადავიდა. 2017 წელს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი იყო. ამავე პარტიიდან იყრიდა კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გლდანის მაჟორიტარად.

„ჯგუშია სთავაზობს ზუგდიდს პროგრამას, რომელსაც ერქმევა „ზუსტი დაგეგმარება პლიუს მომჭირნეობა“. ზუგდიდს ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. მთავარია მოხდეს დაგეგმარება ზუსტად და სწორად. გერმანული სისტემების დახვეწილობით, სიზუსტით და შემდგომ მოხდეს დაგეგმარებულის მომჭირნეობითი მიდგომების საფუძველზე განხორციელება“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.

მისივე სიტყვებით, გეგმავს მჭიდრო ურთერთობას ხალხთან, აუქციონზე მერიის მანქანების, ასევე „ზედმეტი ავეჯის“ გაყიდვას და თანხის ჩარიცხავს ბიუჯეტში. მერიის დაკომპლექტებას „არა ნათესავებით“ არამედ რიგითი ზუგდიდელებით „უმკასრესი კონკურსის“ წესით.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხალხთან ერთად გეგმავს პრობლემების გადაჭრას, ისტორიკოსი გოგიტა ბიგვავაც. ის 2017 წელსაც იყრიდა კენჭს მერობის პოზიციაზე „პატრიოტთა ალიანსიდან“ , თუმცა დამარცხდა და პარტიაც მალევე დატოვა.

„მერის ძირითადი მოვალეობა უნდა იყოს მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი. ანუ კაბინატში არ უნდა იყოს გამოკეტილი. კარგ მენეჯერთან ერთად უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრების მქონე პიროვნება“, - თქვა გოგიტა ბიგვავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე