რეკლამა
2018 წლის თხილის სეზონის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა
2018 წლის თხილის სეზონთან დაკავშირებით შპს "აგრიჯორჯიას" სათაო ოფისში, გაიმართა სეზონის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა (GHGA) და იტალიელ სპეციალისტებს შორის.

შეხვედრის თემა იყო მიმდინარე სეზონზე მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით თხილის ბაღების მოვლის ეფექტური სტრატეგია. რაც მოიცავს როგორც ნიადაგის ნაყოფიერების მართვას ასევე წარმოდგენილ მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების განსაზღვრას.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით თხილის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად და ეფექტურობის ასამაღლებლად აუცილებელია აღნიშნული ფორმატის შეხვედრები და მხარეების საყოველთაო ჩართულობა, მან ასევე აღნიშნა რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას უცხოელ ექსპერტებთან, რათა მოხდეს მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევით დაინერგოს თხილის მოვლის საუკეთესო პრაქტიკა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი