რეკლამა
იტალიაში GHGA-ს მონაწილეობით ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილი მავნებლების და დაავადებების შესახებ
იტალიაში ქალაქ რომში ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილი მავნებლების და დაავადებების შესახებ. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ასევე მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა აშშ_დან, იტალიიდან, შვეიცარიიდან და თურქეთიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო აფხაზეთში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებიც.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, სემინარის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და აზიური ფაროსანას (BMSB) მონიტორინგისა და წამლობის პროგრამის შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს „ფერერო/აგრიჯორჯიას“ - თან (Ferrero/AgriGeorgia) ერთად. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებელ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის უახლესი გამოცდილება.

სემინარი ჩატარდა ეუთოს (OSCE), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი