რეკლამა
ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება
"ქართულ ოცნებაში“ არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, გვჭირდება კადრების გადახალისება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას მომზადება სჭირდება, რათა ამომრჩევლის წინაშე სათანადო სიით წარდგეს.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, პარტიაში დაბრუნდნენ ძველი სახეები, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მთავარია, კადრები ობიექტურად შეირჩნენ და აქ გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი კრიტერიუმი.

„ჩვენთვის მთავარია, რომ შეირჩნენ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად და აქ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, დამსახურება პარტიის წინაშე დადამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ, მათ შორის 2012 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სასწრაფოდ იყიდება სახლი ქალაქ ზუგდიდში
00:00 / 24.12.2018
სასწრაფოდ იყიდება სახლი ქალაქ ზუგდიდში






საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის
16:21 / 01.12.2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის






კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,
16:15 / 01.12.2018
კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,






პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს
გამარჯვებას
20:09 / 30.11.2018
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი