ზუგდიდსა და ხობში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საჯარო შეხვედრას გამართავს
28 იანვარს 12:00 საათზე ზუგდიდში (მეუნარგიას N6.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), ხოლო 16:00 საათზე ხობში (ც.
დადიანის 187. ხობის კულტურის სახლი) გაიმართება პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
საჯარო შეხვედრები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მათთვის საინტერესო და
მნიშვნელოვან ინფორმაციას სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს
კანონის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო
ცვლილებების შესახებ.
ზუგდიდში შეხვედრაზე კომიტეტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი
მერაბ ქვარაია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ისაუბრებენ.
ხოლო ხობში, კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ხობის მაჟორიტარი
დეპუტატი ირაკლი ბერაია გაუძღვება შეხვედრას.
საჯარო შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება წარმოდგენილ მომხსენებლებს
დაუსვას კითხვები.
შეხვერდები ორგანიზებულია კომიტეტის თავმდომარის ინიციატივით,
მაჟორიტარი დეპუტატების და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.