რეკლამა
ზუგდიდში 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ჯამში ახალ სახლს მიმდინარე წელს 25 ოჯახი მიიღებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სამოთახიანი სახლები, დღეს, კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5 სულიან ოჯახებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ გადასცა.
ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 121 ადამიანია, მათგან 8 შშმ პირი, 4 მრავალშვილიანი, 3 მარჩენალდაკარგული და 53 ბავშვია.

პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა. სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი
მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“.
11:33 / 20.03.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“.






თუ ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე
სივრცეს ეძებთ სახლისთვის,
10:01 / 19.03.2019
თუ ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე სივრცეს ეძებთ სახლისთვის,
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი