რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

რუხში, ესართიასა და ზაურ თოდუას ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საავადმყოფომდე მისასვლელი გზა (ესართიას ქუჩა) წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას უჭირს ტრანსპორტით გადაადგილება. აღნიშნული გზა მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზაა, რომლითაც მომავალში ადგილობრივებთან ერთად, დევნილი მოსახლეობაც ისარგებლებს.

რეაბილიტირდება 577 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ღირებულება 413 990.9 ლარია.

გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზეც. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი 2020 წელს დასრულდება.

პროექტის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

მოსახლეობასთან გიორგი შენგელიამ რუხი-რიყე-ტყაიას გზის რეაბილიტაციზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზის რეაბილიტაციით სამი სოფლის მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება. აგრეთვე, რუხში საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ზედაეწერში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს განხორციელდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 400 000 ლარი დაიხარჯება.

ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ჯამში რეაბილიტირდება 1420 მეტრი სიგრძის გზა.

პროექტის ღირებულება 500 000 ლარია.პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მთავრობამ 50 მილიონი ლარი გამოყო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი
მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“.
11:33 / 20.03.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“.






თუ ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე
სივრცეს ეძებთ სახლისთვის,
10:01 / 19.03.2019
თუ ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე სივრცეს ეძებთ სახლისთვის,
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი