რეკლამა
თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გახსნა „ფერმერთა მომსახურების ცენტრები“.

აღნიშნულ ცენტრებში „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით, მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები. გარდა ამისა ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანიზიაციებთან, რომლებიც ჩვენს ფერმერებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ. „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარბლებში რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს. „აგრიჯორჯია“-ს მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.

თითოეული აგრო კონსულტანტი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს. ძირითადი საკითხები იქნება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლაფორმირება, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგრო ვადებში აღება, შრობა და დასაწყობება. აგრო კონსულტანტები ფერმერებს დამატებით მოამზადებენ „ფერმერის დღიურის“ წარმოებაში, წამლობისა და რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.

აგრო კონსულტანტი წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალ ეფექტური შესაწამლი აპარატები რომელთა, მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ფერმერების თხვნით გასულ წელს ქალაქ ზუგდიდში შექმნა ასოციაციის პირველი „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ რომელის მომსახურებითაც სეზონზე ისარგებლა 6000-მდე ფერმერმა. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) ფერმერთა მომსახურების ცენტრები მდებარეობს: ზუგდიდი - რუსთაველის ქ. #209 წალენჯიხა - წმინდა ნინოს ქ. #22 ჩხოროწყუ - მშვიდობის ქ. #8 www.ghga.ge
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.