რეკლამა
NDI საჯარო განხილვას მართავს თემაზე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
FaceBook Twitter
E-mail Print
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 17 აპრილს, 11:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მის: ჯანაშიას ქ. #14) საჯარო განხილვას მართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებულია ზუგდიდის საკრებულოს მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი დარბაზის მექანიზმის ეფექტიანობაზე.

პანელური დისკუსიის მომხსენებლები არიან: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე, თამუნა ჯიქია. პანელის მოდერატორია NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით დისკუსიას დაეთმობა.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან ზუგდიდის საკრებულოს ახალ ინიციატივაზე და მისი დახვეწის გზებზე რეკომენდაციები წარმოადგინონ. NDI-ის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე