რეკლამა
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გაიხსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ცენტრის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, დევნილთა სათემო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხდოთ აღნიშნული ცენტრის გახსნისთვის, რომელიც კონკრეტული ოჯახების საჭიროებების მოგვარებასა და მათი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ცენტრის ფუნქციონირება ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მოუტანს კონკრეტულ შედეგებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გააკეთებს ყველაფერს, რათა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან, რათა ერთობლივად დავძლიოთ ის გამოწვევები რაც არსებიობს“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) მოემსახურება დევნილებსა და მასპინძელ თემს. ცენტრის მიზანია საჭიროების მქონე ადამიანებში გაზარდოს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა. LDC სამეგრელოში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისებს განახორციელებს - ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს დასაქმების, მიკრო და მცირე მეწარმეობის, პროფესიული განათლების, ტრენინგების, სტაჟირების, გრანტებისა და უპროცენტო სესხების თემებს, აგრეთვე ცენტრში დევნილებსა და მასპინძელ თემს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ექსპერტებისაგან კონსულტაციები სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მიზნით და მიიღოს დახმარება რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის და ბიზნეს წინადადების შედგენაში.

ცენტრის გახსნასთან ერთად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა. ცენტრი პროექტ „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, რომლის განმახორცილებელია ASB საქართველო (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ხოლო დონორი აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).

ცენტრის გახსნის შემდეგ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, 37 ბენეფიციარს, ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად საჭირო სხვადასხვა საშუალება გადაეცათ. გამარჯვებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ გადასცეს.

გიგა ფარულავამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად. ასევე აღსანიშნავია ის რომ, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას მიეცემათ შესაძლებლობა მოისმინონ ექსპერტებისგან კონსულტაციები, სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

პროექტი ორწლიანია და, საერთო ჯამში, 180 დევნილი და ადგილობრივი მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტს მიიღებს. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც ხორციელდება.
Print E-mail
Twitter
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.