რეკლამა
ქვაბები, ჭიქები, ტაფები და სხვა ჭურჭელი ონლაინ მაღაზიებში
FaceBook Twitter
E-mail Print
ტექნოლოგიურმა პროგრესმა ერთდროს უტოპიური ამბები, რეალობად აქცია. მაღაზიიდან მაღაზიაში მოსიარულე ადამიანები, უამრავი ჩანთით ხელში, თანდათან უჩინარდებიან, ამის საპირწონედ კი ონლაინ მაღაზიების პოპულარობა და რაოდენობა იზრდება. საშუალოდ 10-დან 7 ინტერნეტმომხმარებელს რამდენჯერმე მაინც უსარგებლია ონლაინ მაღაზიის მომსახურებით. საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა, პარფიუმერია, აქსესუარები ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებია, თუმცა იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ჭურჭლის ყიდვას ონლაინ ამჯობინებენ, სხვადასხვა უპირატესობის გამო.

რა ტიპის ჭურჭელზეა მოთხოვნა ონლაინ?

ჭურჭელი ჩვენი ცხოვრებისა და სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. კერძის მომზადება, მაგიდის გაწყობა ცალკე რიტუალია, ხოლო ჭურჭელი ამ რიტუალის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. სხვადასხვა მასალის, ფორმის, ფერის, ზომის ქვაბები, ტაფები, ჭიქები, თეფშები ავსებენ ჩვენი სამზარეულოს კარადების თაროებს. ჭურჭელზე მოთხოვნა იყო, არის და იქნება. შესაბამისად, ონლაინ მაღაზიებიც სავსეა სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის ჭურჭლით, მოთხოვნა დიდია შედარებით დიდი ზომისა და წონის ჭურჭლის ნაკრებზე, რადგან ამ დროს მყიდველი თავიდან ირიდებს ტრანსპორტირების ხარჯებსა და არაკომფორტულობას. არანაკლებ პოპულარულია ძვირადღირებული ბრენდების ჭიქების, თეფშების, ტაფებისა და ქვაბების შეძენა ონლაინ.

liloshop.ge - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია

საქართველოც იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, სადაც ონლაინ მაღაზიები სოკოებივით მრავლდებიან. Liloshop.ge ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "ლილო მოლის" ონლაინ მაღაზიაა. იგი უკვე 1 წელზე მეტია ცდილობს, დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებლის მოთხოვნა და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს მისაღებ ფასად. Liloshop.ge-ზე ნებისმიერი ნივთის პოვნაა შესაძლებელი, მაშინაც კი თუ დარწმუნებული არ ხართ, ზუსტად რა და როგორი გინდათ. აქ ტექნიკის, ტანსაცმლის, დეკორის, გარე განათების, პარფიუმერიის, საბავშვო ნივთების, საზღვაო აქსესუარების, ჭურჭლის ფართო არჩევანია. სასურველი ნივთის შეკვეთის პროცედურა ძალიან მარტივია, ხოლო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან, ასევე Visa/Mastercard-ის ბარათის საშუალებით, განვადებით ან საბანკო გადარიცხვით.

რა უპირატესობები აქვს ჭურჭლის ონლაინ შეძენას?

ჭურჭლის ონლაინ შეძენა

შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არ ხარ დამოკიდებული მაღაზიის აბრაზე ამოტვიფრულ წარწერაზე- "ღიია/დაკეტილია".

ონლაინ მაღაზიაში სხვადასხვა მწარმოებლის ჭურჭლის პროდუქცია ერთ სივრცეშია, რაც აადვილებს შედარებას ხარისხის, ფასის მიხედვით. არჩევანსაც მალე აკეთებ და ის დროც გრჩება, რომელიც ამ მიზნით სხვადასხვა მაღაზიაში სიარულში უნდა დაგეკარგა. ამასთან, თუ ჭურჭელი დიდი ზომისაა, მძიმეა ან მსხვრევადია, არ ღელავ, როგორ უნდა მიიტანო სახლში უსაფრთხოდ, რადგან ტრანსპორტირება შენ არ გეხება, შენი ვალდებულება მხოლოდ სახლის კარის გაღებაა.

კიდევ ერთი უპირატესობა აქვს ჭურჭლის ონლაინ შეძენას და ეს ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაა. საყიდლებზე წასვლას თან ახლავს მგზავრობის, საწვავის, პარკინგის, წახემსების ხარჯი, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე ონლაინ მაღაზიაში ტრანსპორტირებისთვის გადახდილი თანხა, ამასთან, დიდ შენაძენზე ტრანსპორტირება უფასოა.

როცა ონლაინ ყიდულობ ჭურჭელს, შენ ეცნობი სხვა მომხმარებლების შეფასებებს, რეკომენდაციებს, რაც გიადვილებს არჩევანის გაკეთებას, მაშინ, როცა მაღაზიაში მხოლოდ კონსულტანტის რჩევის იმედად ხარ.

ჭურჭლის ონლაინ შეძენა დღითიდღე პოპულარული ხდება. Liloshop.ge კი ამისთვის საუკეთესო ადგილია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.