რეკლამა
მერმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სიმბოლურად, მშობლიური სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

,,მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად მიწევს ამ ლამაზი დღის აღნიშვნა, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში, დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. ჩემთვის ამ სკოლაში ყველაფერი მშობლიურია. ყველა კუთხე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიქნებით განათლების გვერდით, რადგან განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მთელი ბიუჯეტის 25% განათლების უფრო სრულყოფასა და განვითარებას მოხმარდება, ეს აისახება, როგორც პედაგოგების ანაზღაურებაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რაც უკვე დაწყებულია.

წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს, ,,მილენიუმის“ პროექტით სრულად რეაბილიტირებული 5 სკოლით ხვდება. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული.“ -აღნიშნა მოსწავლეებთან მიმართვისას გიორგი შენგელიამ. მეორე საჯარო სკოლაში მერთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ
20:15 / 17.10.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები რობოტიზირებული და
უაღრესად დახვეწილია.

დეპარტამენტი აღჭურვილია სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო
ყველაზე თანამედროვე დანადგარით. კლინიკაში დონაცია სასარგებლოა
როგორც რეციპიენტისთვის (ადამიანი, ვისაც სისხლს გადაუსხამენ), ისე
დონორისთვის.

რა უნდა იცოდეთ ქირურგიის ეროვნული
ცენტრის სისხლის ბანკის შესახებ?

კლინიკის სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება,
გადამუშავება, სკრინინგული (სიფილისი, ჰეპატიტი, HIV ინფექცია) და
კლინიკური (ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, KeLL ფაქტორი, ფენოტიპირება,
სისხლის საერთო) კვლევა. საბოლოოდ კლინიკის ექიმები სათანადოდ
იყენებენ სისხლის კომპონენტებს.

დეპარტამენტი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური
და ულტრათანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით „ამიკუსი“.

„ამიკუსის“ მეშვეობით დონორი ზრუნავს როგორც სხვის სიცოცხლეზე, ისე
საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს, რადგან თრომბოკონცენტრატის
დამზადების პროცედურა ფაქტობრივად თერაპიული პლაზმაფერეზის
(პლაზმაფერეზი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლების
მეთოდია. სპეციალური ფილტრები სისხლიდან მავნე ნივთიერებებს
შთანთქავს) სეანსია.

დეპარტამენტში მზადდება ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის
კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა,
სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები.
კლინიკაში დონაცია სრულიად უსაფრთხოა და მაქსიმალურად კომფორტული
გარემოა შექმნილი.

კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
შეიქმნა სივრცე, სადაც ნებისმიერი გემოვნების დონორი 1 საათის განმავლობაში (დონაციას სწორედ
ეს დრო სჭირდება) მაქსიმალურად მშვიდ გარემოში იყოს, შესაბამისად,
შეუძლია:

• წაიკითხოს წიგნი;
• უყუროს სატელევიზიო გადაცემას;
• გაეცნოს სიახლეს ინტერნეტში;
• გაერთოს ვირტუალური თამაშით;
• მოუსმინოს მუსიკას და სხვა.

პრევენციის მიზნით, სრულიად უფასოდ ჩაგიტარდებათ შემდეგი ძვირად
ღირებული ლაბორატორიული კვლევები:

1. სიფილისი;
2. შიდსი;
3. B და C ჰეპატიტი.

რატომ ითვლება სისხლის გაღება საპატიო
და ღირსეულ საქმიანობად?

ვიდრე სტატიას კითხულობთ, მინიმუმ ერთი ადამიანი სიცოცხლისთვის
იბრძვის და სისხლის გადასხმას საჭიროებს.

სისხლი ხშირად სჭირდებათ ქირურგიული ოპერაციის, გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების აუცილებლობის, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი
სისხლდენის, ანემიის, დამწვრობის, სისხლის კოაგულაციური დაავადებების
დროს. განსაკუთრებით ზარალდებიან ონკოლოგიური პაციენტები.
მოგეხსენებათ, სიმსივნით დაავადებულთათვის სიცოცხლის
გასახანგრძლივებლად ზოგჯერ აუცილებელია ყოველდღიური ტრანსფუზია.
ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სასოწარკვეთილი
მშობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების განცხადებები, სადაც
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ეძებენ სისხლს. თქვენ მიერ გაღებული
სისხლით სხვების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

რა უნდა იცოდეთ სისხლის ჯგუფის
შესახებ?

არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV(AB), რომელიც
თავის მხრივ იყოფა რეზუსუარყოფითად (Rh-) და რეზუსდადებითად (Rh+).
უმეტეს შემთხვევაში, გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და
რეზუსის სისხლს. ყველაზე მეტადაა გავრცელებული I (O) ჯგუფის
რეზუსდადებითი და იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.

ვის შეუძლია დონორობა?

დონორი შეიძლება იყოს 18–დან 65 წლამდე ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელი
(არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ იღებდეს
მედიკამენტს) ადამიანი, რომლის წონაც 50კგ–ზე მეტია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.kirurgia.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას!
16:56 / 17.10.2019
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილია.

დეპარტამენტი აღჭურვილია სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო ყველაზე თანამედროვე დანადგარით. კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის (ადამიანი, ვისაც სისხლს გადაუსხამენ), ისე დონორისთვის.

რა უნდა იცოდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკის შესახებ?

კლინიკის სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (სიფილისი, ჰეპატიტი, HIV ინფექცია) და კლინიკური (ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, KeLL ფაქტორი, ფენოტიპირება, სისხლის საერთო) კვლევა. საბოლოოდ კლინიკის ექიმები სათანადოდ იყენებენ სისხლის კომპონენტებს.

დეპარტამენტი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით „ამიკუსი“.

„ამიკუსის“ მეშვეობით დონორი ზრუნავს როგორც სხვის სიცოცხლეზე, ისე საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს, რადგან თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა ფაქტობრივად თერაპიული პლაზმაფერეზის (პლაზმაფერეზი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლების მეთოდია. სპეციალური ფილტრები სისხლიდან მავნე ნივთიერებებს შთანთქავს) სეანსია.

დეპარტამენტში მზადდება ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა, სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები.
კლინიკაში დონაცია სრულიად უსაფრთხოა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.

კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა სივრცე, სადაც ნებისმიერი გემოვნების დონორი 1 საათის განმავლობაში (დონაციას სწორედ ეს დრო სჭირდება) მაქსიმალურად მშვიდ გარემოში იყოს, შესაბამისად, შეუძლია:

• წაიკითხოს წიგნი;
• უყუროს სატელევიზიო გადაცემას;
• გაეცნოს სიახლეს ინტერნეტში;
• გაერთოს ვირტუალური თამაშით;
• მოუსმინოს მუსიკას და სხვა.

პრევენციის მიზნით, სრულიად უფასოდ ჩაგიტარდებათ შემდეგი ძვირად ღირებული ლაბორატორიული კვლევები:

1. სიფილისი;
2. შიდსი;
3. B და C ჰეპატიტი.

რატომ ითვლება სისხლის გაღება საპატიო და ღირსეულ საქმიანობად?

ვიდრე სტატიას კითხულობთ, მინიმუმ ერთი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის და სისხლის გადასხმას საჭიროებს.

სისხლი ხშირად სჭირდებათ ქირურგიული ოპერაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, ანემიის, დამწვრობის, სისხლის კოაგულაციური დაავადებების დროს. განსაკუთრებით ზარალდებიან ონკოლოგიური პაციენტები. მოგეხსენებათ, სიმსივნით დაავადებულთათვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ზოგჯერ აუცილებელია ყოველდღიური ტრანსფუზია. ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სასოწარკვეთილი მშობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების განცხადებები, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის ეძებენ სისხლს. თქვენ მიერ გაღებული სისხლით სხვების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

რა უნდა იცოდეთ სისხლის ჯგუფის შესახებ?

არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV(AB), რომელიც თავის მხრივ იყოფა რეზუსუარყოფითად (Rh-) და რეზუსდადებითად (Rh+). უმეტეს შემთხვევაში, გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს. ყველაზე მეტადაა გავრცელებული I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი და იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.

ვის შეუძლია დონორობა?

დონორი შეიძლება იყოს 18–დან 65 წლამდე ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელი (არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ იღებდეს მედიკამენტს) ადამიანი, რომლის წონაც 50კგ–ზე მეტია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.kirurgia.ge

გისურვებთ ჯანმრთელობას!
საერთაშორისო ორგანიზაცია
16:27 / 17.10.2019
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰილფსვერქ ინთერნეიშენალმა" პარტნიორ ასოციაცია "თანხმობა-სთან" ერთად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,
16:25 / 16.10.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.