რეკლამა
ზუგდიდის მერმა 61 პედაგოგი დააჯილდოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, დღეს, “წლის საუკეთესო მასწავლებლის”, “წლის საუკეთესო დირექტორის” და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან, კონსტანტინე კაკავასთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. „მინდა თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ პროფესიული დღე და მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის. თქვენ განსაკუთრებულ შრომას დებთ ქვეყნის ნათელ და წარმატებულ მომავალში. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა და თქვენი პროფესიული დღის აღნიშვნა. გისურვებთ ღირსეული თაობის აღგეზარდას ქვეყნისთვის და მომავალში წარმატებულ საქმიანობას.“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მერმა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეოთხე წელია საჯარო სკოლების წარმატებულ მასწვალბებლებს აჯილდოვებს.

დღეს, მერიამ სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგს, ხოლო საგნობრივ ჯგუფში 9 მასწავლებელს 500- 500 ლარი გადასცა. განსაკუთრებული წვლილისთვის სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა მებონიას ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა.

“წლის საუკეთესო მასწავლებელი “ შეირჩა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცხრა საგნობრივი ჯგუფიდან. პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში სწავლების შედეგების გაუმჯობესებას, სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენებას. ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებაა, ხოლო მხარდამჭერი ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ოჯახთან და
მოადგილესთან,
09:50 / 30.12.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ოჯახთან და მოადგილესთან,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,
00:00 / 30.12.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ცაცხვის
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ,
18:37 / 28.12.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ,
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.