რეკლამა
სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით მოეწყო, როგორც შიდა ინტერიერი ასევე ფასადი, რომელიც თანამედროვე კომპოზიციური დეტალებით გაფორმდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება.

არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც გათვლილია სასწრაფოს შვიდ ბრიგადაზე.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა დღესვე თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე
მიმდინარე
17:36 / 12.12.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე
საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, კომერციულ
საქმიანობაში
10:47 / 12.12.2019
საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, კომერციულ საქმიანობაში
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე,
10:36 / 09.12.2019
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან,
კონსტანტინე კაკავასთან
12:23 / 07.12.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან
ვიდეო
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია.
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.