რეკლამა
ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია ჩატარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წლიური ანგარიშის წარდგენა ასოციაციის წევრების, დონორებისა და არასამთავრობო სექტორისათვის.

კონფერენცია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ გახსნა. მან წლიური ანგარიში წარადგინა, ისაუბრა მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ფერმერებმა არჩევნების გზით აირჩიეს 5 წევრისგან დაკომლექტებული ასოციაციის მმართველი საბჭო და თავმჯდომარე - მერაბ ჭითანავა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კი ისევ გიორგი თოდუა გააგრძელებს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა ასოციაციის წევრი 1320 ლიდერი ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ 15,000 მეთხილე ფერმერს თხილის მწარმოებელი სხვადასხვა რეგიონიდან (სამეგრელო, გურია, აჭარა და იმერეთი). მათ საშუალება მიეცათ, თხილის დარგში ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და ა.შ. მიიღეს ინფორმაცია. ღონისძიების დასასრულს წარმატებულ ფერმერებს საჩუქრები გადაეცათ, ნაწილმა კი – ასოციაციის ობიექტებზე, ფასდაკლების ვაუჩერები მიიღო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავად ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ასევე - თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები, ფინანსური ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.

"ეს იყო ასოციაციის წლიური ანგარიშის წარდგენა, სიახლეების გაცნობა ფერმერებისათვის. საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს, ბანკების წარმომადგენლებმა ახალი საბანკო პროდუქტები გააცნეს მონაწილეებს. სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებმა კი თავიანთი ახალი პროდუქტები წარადგინეს. ამ კონფერენციის გენერალური სპონსორია შხამქიმიკატების იმპორტიორი კომპანია. მათ ახალი პრეპარატებისა და განახლებული ფასების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების შესავალ ნაწილში, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ჩვენი მთავარი დონორების, სახელმწიფოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, USAID-ისა და FERRERO-ს წარმომადგენლებიც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. პირველი - შხამქიმიკატებსა და სასუქებთან დაკავშირებით. მეორე - ფინანსურ პროდუქტებზე".

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 15,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა - მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. 2019 წელს ასოციაციის მიერ განხორციელდა "თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა", რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე
12:13 / 13.02.2020
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე "სმარტის" ახალი ფილიალი
ყველა მანქანის ზედაპირი დროთა განმავლობაში კარგავს ბზინვარებას.
10:57 / 13.02.2020
ყველა მანქანის ზედაპირი დროთა განმავლობაში კარგავს ბზინვარებას.
კანის კიბო სიმსივნურ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული სახეობაა.
20:22 / 28.01.2020
კანის კიბო სიმსივნურ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში ცოტა ხნით გათოვდა. თოვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. 14 თებერვლის ჩათვლით
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.