მამის ქელეხისთვის გადასახლებული გალელი გლეხის ამბავი [ვიდეო]
გალის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი გრიგოლ ხარჩილავა
ერთ-ერთია იმ ათასობით უდანაშაულო ადამიანს შორის, ვინც სტალინის
რეჟიმს ემსხვერპლა.
ის 1939 წლის 18 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლო კოლეგიამ ხელისუფლების დამხობის მოწოდების, აგიტაციისა და ორგანიზებული დანაშაულის მომზადებისთვის გაასამართლა.
სინამდვილეში რეპრესიის მიზეზი, როგორც შვილიშვილი გვიამბობს, ქელეხი იყო, რომელიც გრიგოლმა მამას გადაუხადა.
"გრიგოლის მამა ნერვიულობას გადაჰყვა, ბოლშევიკებმა მთელი ცხოვრების ნაოფლარი და ნაჯაფარი რომ წაართვეს. ოჯახმა უკანასაკნელი სახსარი არ დაიშურა, რომ გარდაცვლილი სოფლის ადათ-წესის მიხედვით დაეკრძალა. ქელეხიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი შვილი, გრიგოლ ხარჩილავაც იმ მილიონობით ადამიანს შორის მოხვდა, ვინც ღამით სახლიდან წაიყვანეს და მას შემდეგ არავის უნახავს", - იხსენებს ზეპირი წყაროებით გადმოცემულ ამბავს თენგიზ ხარჩილავა.
ჰყვება, რომ მისი ბაბუა 41 წლის ასაკში, სტალინის რეჟიმის დროს ე.წ. გულაგში, საბჭოთა შრომით ბანაკში, კარელია-ფინეთში გადაასახლეს.
"მას ტროცკისტობა დააბრალეს, არა და ერთი ჩვეულებრივი გლეხი იყო. არც იცოდა ვინ იყო ტროცკი. მისი გადასახლების მიზეზი, სწორედ ეს ქელეხი გახდა. მიუსაჯეს 6 წელი, თუმცა 1941 წელს, ომის დაწყების შემდეგ მისგან წერილები შეწყდა და მას შემდეგ ბაბუაზე ოჯახს არაფერი სმენია".
ქელეხის გამო გადასახლებული გრიგოლის შესახებ ოჯახმა მისი შვილის მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერიდან იცის.
"მამას ხელნაწერები ვიპოვე, სადაც წერს, რომ ბაბუასთან ერთად გადასახლებაში იმყოფებოდა ვინმე ელიზბარ კობახია ოქუმიდან. ელიზბარის ოჯახში უფრო ხშირად მიდიოდა წერილები და ჩვენები მიდიოდნენ ოქუმში, მათგან რომ გაეგოთ ბაბუას ამბები. იქიდან დაბრუნებულები კი შევიდოდნენ მის ოთახში, სადაც ბაბუას ტანსაცმელი ეკიდა და ტიროდნენ".
გრიგოლის გადასახლების შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა.
"მამისგან ვიცი, რომ ჩვენს ოჯახს სოფელი არ ეკარებოდა, თითქოს სახადი ყოფილიყო. მამას სამსახურში არ იღებდნენ, როგორც ხალხის მტრის შვილს. ჩვენ იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა იქაურობა და ზუგდიდში გადმოვსახლდით".
გრიგოლის ოჯახმა მრავალწლიანი ლოდინისა და დუმილის შემდეგ, პირველი წერილი 1963 წელს მიიღო წერილი, სადაც ეწერა, რომ გრიგოლ ხარჩილავა რეაბილიტირებული იყო.
თენგიზ ხარჩილავა ამბობს, რომ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ისტორიები სულ უნდა გვახსოვდეს და გამოდის ინიციატივით, ზუგდიდის ციხეში, რომელიც 2013 წლიდან აღარ მუშაობს, გაიხსნას რეპრესირებულთა მუზეუმი.
საქართველოდან გადასახლებულ და გაუჩინარებულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი - "სტალინური სიები საქართველოდან", მხოლოდ 3600 დახვრეტილი და გადასახლებული ადამიანის მონაცემს შეიცავს.
მამის ქელეხისთვის გადასახლებული გრიგოლ ხარჩილავა ამ სიაში არ არის და მასზე ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.