საბჭოთა რეპრესიები
წიგნის კითხვისთვის გადასახლებული ხობელი კაცის ამბავი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მალხაზმა არ იცის როგორ გამოიყურებოდა ბაბუა, რომელიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი წიგნის კითხვისთვის გახდა. შთამომავლებს მისი ფოტოც აღარ შემორჩათ.

ბიქტორ ლატარია 39 წლის იყო, როცა საბჭოთა რეჟიმმა "სახელმწიფოს მტრად" გამოაცხადა და ათი წლით გადასახლება მიუსაჯა. ჰყავს 4 ქალიშვილი, რომლებსაც წლების მანძილზე მამის სახელის ხსენებისაც კი ეშინოდათ.

სოფელ გურიფულში მცხოვრებ მალხაზ სიორდიას ბაბუას შესახებ დედამ 10 წლის წინ უაბო. აქვს მხოლოდ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატის (შინსახკომი) განჩინების ასლი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან გამოითხოვა.

"1937 წლის 31 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, 1898 წელს დაბადებულ მოქალაქე ბიქტორ პავლეს ძე ლატარიას, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემცველი აგიტაცია/პროპაგანდისთვის, მიესაჯოს გადასახლება 10 წლის ვადით", - ვკითხულობთ შინსახკომის მიერ გაცემულ დოკუმენტში.

მალხაზმა ასევე დედისგან იცის, რომ ბაბუა განათლებული კაცი იყო. იცოდა ქართულად და რუსულად წერა-კითხვა. რაიონში ცნობილი იყო მდიდარი ბიბლიოთეკით. გვეუბნება, რომ ბაბუას სოფლის სიმინდის საწყობი ებარა და პოლიტიკასთან კავშირი არასდროს ჰქონია. არც ანტისაბჭოთა გამოსვლებში მიუღია მონაწილეობა. მალხაზის თქმით, საბჭოთა შინსახკომმა საფრთხე მის განათლებაში დაინახა:

"ბაბუას ჰქონია წიგნები სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურაზე. მაშინ საზოგადოება წერა-კითხვის უცოდინარი ყოფილა და არც იცოდნენ, იყო თუ არა ანტიბოლშევიკური წიგნები. აღმოჩნდა სამი ადამიანი. მე არ ვიცი ვინ იყვნენ ისინი, ვისი დასმენითაც დაიჭირეს და გამოაცხადეს სახელმწიფოს მტრად. გადაასახლეს ციმბირში, თუ უფრო შორს, არ ვიცი ზუსტად".

1937 წელს გადასახლებული, ოჯახს 1947 წელს დაუბრუნდა, - იხსენებს დედის მონაყოლს მალხაზი. სოფელში ჩამოსვლამდე ოჯახს შეატყობინეს, რომ ბიქტორმა 10-წლიანი სასჯელი მოიხადა და ბრუნდებოდა.

"ბაბუა სახლში დაავადებული დაბრუნებულა. ისე შეცვლილა, რომ შვილებს ამოცნობა გაუჭირდათ. არც ჩამოსვლის შენდეგ ასვენებდნენ თურმე. მოდიოდნენ და მიჰყავდათ დაკითხვებზე... ის ჭლექით გარდაიცვალა 1952 წელს, ჩამოსვლიდან 5 წელში".

მალხაზ სიორდია, ბიქტორ ლატარიას შვილიშვილი. ფოტო: ლაივპრესი

ბიქტორის გადასახლებაში ყოფნის პერიოდში, მძიმე ცხოვრება გაიარა შინ დარჩენილმა ოჯახმაც. იყვნენ სიღარიბეში და ჩაკეტილები. მათ დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.

ბოლშევიკებისგან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ბიქტორის ცოლმა მეზობლების დახმარებით სახლის ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოზიდა და დაწვა. ამიტომ, არავინ იცის რა შინაარსის ლიტერატურა ინახებოდა ლატარიების ცნობილ ბიბლიოთეკაში.

"იყვნენ განდეგილივით. მეზობლებიც ერიდებოდნენ ახლო ურთიერთობას. ჩემი უფროსი დეიდა მაშინ სკოლაში სწავლობდა და მასწავლებელიც, როგორც ხალხის მტრის შვილს, ისე ეპყრობოდა. სულ აყვედრიდა", - ამბობს მალხაზი.

ბიქტორის ოჯახის წევრებზე რეპრესიები "ხრუშჩოვის დათბობის" პერიოდიდან შემცირდა. მანამდე მათ "მოღალატის შვილის" სტატუსის გამო სამსახურშიც არ იღებდნენ.

"მოღალატის შვილის" სტატუსით გაზრდილ ქალიშვილებს, შიში, რომ არაფერი ეთქვათ მამაზე, თითქმის მთელი ცხოვრება გაჰყვათ. ამიტომ, ბიქტორის შვილიშვილებმა ცოტა რამ თუ იციან რეპრესირებული ბაბუის უნარ-ჩვევებსა და ცხოვრებაზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.