საბჭოთა რეპრესიები
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გლეხი, რომელიც შვილებმა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გაიცნეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
11 წლის იყო, მამა რომ გაიცნო, თუმცა პირველი შეხვედრა იოლი არ ყოფილა. არა იმიტომ, რომ მისი ფიზიკური არსებობის არ სჯეროდა, უბრალოდ ბავშვის გულმა იუცხოვა კაცი, ვის სახელზეც წერილის დაწერას სკოლაში არ ანებებდნენ, მამა პოლიტპატიმარი რადგან იყო. ეს ყველაზე მძიმე მოგონებაა მოკონა გვილიასთვის, რომელიც დღესაც ცოცხლად შემორჩა მოხუცი ქალის მეხსიერებას.

რეპრესირებულის შვილი ახალგაზრდა მამის ერთადერთ სურათს შეჰყურებს. კონდრატე გვილია უბრალო გლეხი იყო, რომელიც ანაკლიიდან 1937 წელს, 25 თანასოფლელთან ერთად "კიროვსკი ობლასტში" გადაასახლეს. მოკონა ერთი წლის იყო, მისი ძმა ჯუმბერი კი მხოლოდ თვრამეტი დღის დაბადებული.

მამას წერა-კითხვა ეკლესიაში უსწავლია. მიწაზე მუშაობდა, თუმცა საბჭოთა რეჟიმს და კომუნისტურ წყობას ვერ შეგუებია. საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ფიქრობდა, რითაც მაშინდელი ინტელიგენციის ნაწილის განწყობებს იზიარებდა. სწორედ ეს არ აპატიესო, გვითხრა 84 წლის მოკონამ.

კონდრატე გვილიამ გადასახლებაში 10 წელი დაჰყო. მთელი ეს პერიოდი ანაკლიაში დარჩენილი ოჯახისთვის მძიმე იყო. ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება უქმროდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალისთვის იოლი არ ყოფილა. საავადმყოფოში დამლაგებლად მუშაობდა და თავს ნაწილობრივ ამით ირჩენდნენ. შვილისთვის რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინა, ბაბუა საცხოვრებლად მათთან გადმოსულა. ბაბუას გაზრდილი ვართო, ამბობს მოკონა.

"ათი წელიც გავიდა და მახსოვს, სახლთან მანქანა გაჩერდა. ჩემი მამიკო გადასახლებიდან დაბრუნდა. თავიდან ვერ მივიღე, ვერ შევეჩვიე. თუმცა ორ თვეში გავუშინაურდი. სულ ვეხუტებოდი. მითხრა, ისეთ სახლს გაგიკეთებ, აქ მოსვლა ყველას უხაროდესო", - გვიყვება რეპრესირებულის შვილი, რომელსაც თავის დროზე გარდა იმისა, რომ სკოლაში პოლიტპატიმრის შვილობის გამო ავიწროებდნენ, მოგვიანებით იგივე მიზეზით კოლმეურნეობაში გაწევრიანებაზეც უარი უთხრეს.

კონდრატე ქალიშვილს ციხეში გატარებულ წლებზე ხშირად უამბობდა. დღე-ღამე შეუსვენებლივ ვმუშაობდითო - იხსენებს მოკონა მამის მონაყოლს. - ეს გადასახლებაში მყოფთა ყოველდღიურობა იყო, რომელიც ბევრისთვის, განსაკუთრებით ინტელიგენციისთვის მძიმე აღმოჩნდა. მამა ციგაზე იჯდა და სოფლიდან ტყვეთა ბანაკამდე პური დაჰქონდა.

სახლში დაბრუნებიდან მალევე, მუშაობა გალის სოფელ გუდავაში დაიწყო. მუშათა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებსაც ხე-ტყის დამზადება და ბიჭვინთაში ტრანსპორტირება ევალებოდათ. ეს საქმე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რომელზეც მოკონამ ბევრი არაფერი იცის:

"ვიცით მხოლოდ ის, რომ მდინარიდან გადააგდეს. მერე კი თქვეს, გადავარდა და დაიხრჩოო. ფულიც წაიღეს".

მამა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს. მასთან ურთიერთობისთვის მხოლოდ 12 წელი ჰქონდა. დღეს, როგორც პოლიტპატიმრის შვილი, პენსიაზე დამატებით 7 ლარს იღებს. ამბობს, რომ 3 ათასი ლარიც უნდა მიეღო, თუმცა საჭირო საბუთების თავმოყრა თავის დროზე ვერ შეძლო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.