საბჭოთა რეპრესიები
ანტისაბჭოთა მოძრაობის ზუგდიდელი გმირის ამბავი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
1921 წლის 19 მარტი, ბათუმის ნავსადგური, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა სამშობლოს ტოვებს. ნაპირიდან მეგრული სევდიანი სიმღერა ისმის. ალექსანდრე ჩიქავა თანამებრძოლებს სიმღერით აცილებს.

"სი სოულ ბატა, მა მიტალენქო, დაჩხერგენია მონტებულს ვეშემბრალენქო?!" - სიმღერას საუკუნეების წინ ანაკლიის ზღვასთან, უცხოეთში გატაცებულ შვილებს უმღერდნენ, რაც ქართულად ასე ითარგმნება - "სად მიდიხარ ბატა, მე მტოვებ, ცეცხლმოკიდებულს არ შემიბრალებ?!"

"ეს მეგრული სიმღერა ალექსანდრეს უმღერია მათთვის, არ გაჰყოლია, სამშობლოშია ჩემი ადგილიო. ის საბჭოთა რეჟიმმა, 1924 წელს დახვრიტა", - გვიყვება შთამომავალი მურმან ივარდავა.

ის ოჯახთან ერთად იმ ეზოში ცხოვრობს, სადაც საუკუნის წინ ალექსანდრე ჩიქავას ხის ოდა იდგა. იმის გამო, რომ საბჭოთა რეჟიმის ეშინოდათ, შთამომავლებს წინაპრისგან მხოლოდ ორიოდე გაცრეცილი ფოტო და უნივერსიტეტის გაყვითლებული დიპლომი შემორჩათ.

"ბებია საშა ხშირად მიყვებოდა ალექსანდრეს შესახებ. ბებია რომ გარდაიცვალა, მე-2 კლასში ვიყავი. მახსოვს, მიყვებოდა, თუ როგორ დევნიდნენ ალექსანდრეს. მეუბნებოდა, რომ ძმის ფოტო და დიპლომი საგულდაგულოდ სხვაგან ჰქონდა გადამალული. სახლში ვერ ინახავდა, რადგან ეშინოდათ", - ამბობს მურმანი.

ალექსანდრე ჩიქავას კიდევ ერთი ნათესავი ელგუჯა არდია ეროვნულ არქივში დაცულ, საქართველოს დამფუძნებელი კრების ამსახველ ფოტოს გვიჩვენებს, სადაც მისი წინაპრის გარდა, სხვა პარლამენტარებიც დგანან, მათ შორის, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, კიდევ ერთი ზუგდიდელი სპირიდონ კედია, რომელიც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.

"ამ ადამიანებმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. მათ 100 წლის წინ შექმნეს კონსტიტუცია, რომელიც უნიკალურია თავისი დემოკრატიულობით. კონსიტიტუცია, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო დემოკრატიის შედევრად. ჩვენ ამ სახელოვანი წინაპრების მიერ შექმნილი ისტორიით, შეგვიძლია დღეს თამამად წარვსდგეთ წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების წინაშე და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ვართ ნამდვილად ევროპელები", - ამბობს ელგუჯა.

ოჯახი წინაპარზე მეტი ცნობის მოსაძიებლად საბჭოთა წარსულის მკვლევრებს დაუკავშირდა.

გაარკვიეს, რომ ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავა დაიბადა 1882 წელს, ზუგდიდის სოფელ შამგონაში. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. მეფის რეჟიმის დროს აქტიური რევოლუციური საქმიანობისთვის 8 წლით დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ კი ცხოვრობდა ზუგდიდში პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ალექსანდრე ჩიქავა ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. იყო, ასევე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

1924 წელს დააპატიმრეს თბილისში, პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტის ლიდია ბოჯგუას ბინაში და დახვრიტეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი სოციალ-დემოკრატი კონდრატე შამათავა,
16:12 / 28.12.2019
ზუგდიდელი სოციალ-დემოკრატი კონდრატე შამათავა,
ზუგდიდი რევოლუციური პროცესების პირისპირ მეოცე საუკუნის პირველ
წლებში, საერობო მაზრის არჩევნები,
18:46 / 13.12.2019
ზუგდიდი რევოლუციური პროცესების პირისპირ მეოცე საუკუნის პირველ წლებში, საერობო მაზრის არჩევნები,
ეს მამაჩემია, ვანო ბაბილუა - ფოთელი რეპრესირებულის შვილი ძველ,
გახუნებულ ფოტოზე, ბევრ,
15:22 / 09.12.2019
ეს მამაჩემია, ვანო ბაბილუა - ფოთელი რეპრესირებულის შვილი ძველ, გახუნებულ ფოტოზე, ბევრ,
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.