საბჭოთა რეპრესიები
წამებით სიკვდილი ჩაის საკრეფი მანქანის გამოგონებისთვის [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანდრო გრიგოლია საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობის სარდაფში 1937 წელს წამებით მოკლეს. 30 წლის ნარაზენელ კაცს, რომელსაც ცოლი და 2 მცირე წლოვანი შვილი ჰყავდა, ბრალად "სახელმწიფოს მოღალატე-მავნებელი" წარუდგინეს. რეალურად კი, გამოგონებისთვის მოკლეს. ახალგაზრდა ანდრო გრიგოლიამ ჩაის საკრეფი მანქანა გამოიგონა, რამაც გლეხს შრომა შეუმსუბუქა და ნედლეულის დანაკარგი შეამცირა.

მოგვიანებით ჩაის საკრეფ ტექნიკას საბჭოთა კავშირი აქტიურად იყენებდა, მაგრამ არსად ახსენებდა წამებით მოკლული ახალგაზრდა გამომგონებლის სახელს.

ანდრო გრიგოლიას ისტორიას, ფოტოებს და საარქივო დოკუმენტებს მისი ერთ-ერთი შვილი, ციალა გრიგოლია საგულდაგულოდ ინახავს.

"მამა ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში პოლიტეკონომიასა და ისტორიაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, როგორც პარტიული მუშაკი, სოფელში გამოუშვიათ ჩაის მეურნეობაში სამუშაოდ".

ციალა გრიგოლია გვიყვება, რომ მამამ ჩაის საკრეფი მანქანა სწორედ მეურნეობაში მუშაობის პერიოდში შექმნა. მოგვიანებით ანდრო გრიგოლია საკუთარ გამოგონებასთან ერთად მთავარ ტრესტში - "ჩაი გრუზიაში" დაიბარეს. თბილისში შეხვედრაზე უთხრეს, რომ, როგორც პერსპექტიულ ახალგაზრდას, სასწავლებლად მოსკოვის მრეწველობის აკადემიაში გააგზავნიდნენ.

"მე გავჩნდი და სადღაც 3 თვეში მოსკოვში უნდა წასულიყო გამოცდებზე. ივლისში იწყებოდა გამოცდები და ივნისში დააპატიმრეს. ეს მოხდა 1937 წელს. დააკავეს, იმიტომ, რომ მავნე ხარო ეუბნებოდნენ. შეკრული ხარო ამერიკასთან, თურქეთთან. ვისაც აპატიმრებდნენ ყველას ასეთი იარლიყი ჰქონდა - მავნებელი. ყველას ეგონა სასამართლო იქნება და გამოუშვებენო", - გვიყვება ციალა გრიგოლია.

პატიმარი თავდაპირველად ზუგდიდის ციხეში ჰყავდათ, სადაც ცოლმა, პაუსია კოდუამ უფროს ქალიშვილთან ერთად მისი მონახულება მოახერხა. ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო.

"მამამ წერილი დაწერა და მისცა დედას, სადაც ეწერა: ამ ეტაპზე თუ არ გამიშვეს თბილისში და აქ დავრჩი, ვიქნები ცოცხალი, თუ არადა თბილისში გამიშვებენო", - იხსენებს დედის მონაყოლს ციალა გრიგოლია.

ახალგაზრდა გამომგონებელი ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და 13 დეკემბერს მოკლეს. ოჯახს არაფერი უთხრეს. პაუსია კოდუა შვილებთან ერთად 10 წელი ელოდა ოჯახის ქმარს - ასე არ მოხდა.

მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ანდრო გრიგოლია თითქოს 30 დეკემბერს მოკლეს, რაც ციალა გრიგოლიას სიტყვებით, სიცრუე იყო. მან სიმართლე სტუდენტობისას შეიტყო, როცა მეგობრების დახმარებით უშიშროების არქივში დაცული დოკუმენტები გააცნეს:

"მამა 13 დეკემბერს სარდაფში სასტიკად აწამეს, დაუმტვრიეს ხელ-ფეხი, იქვე გარდაიცვალა. იქვე იყო ის განწირული და იქვე დააგდეს. შემდეგ ტყუილი დაწერეს, თითქოს განაჩენი გამოუტანეს".

ანდრო გრიგოლიას "გაუჩინარების" შემდეგ, ოჯახს მძიმე წლები დაუდგა. დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, როგორც "სახელმწიფო დამნაშავის" შთამომავლებს, რის გამოც სოფლის დატოვება მოუწიათ. ანდრო გრიგოლიას რეაბილიტაცია მოხდა, მისთვის განაჩენის გამოტანიდან 19 წლის შემდეგ, 1956 წელს.

ციალა გრიგოლიამ, ასევე სტუდენტობისას, მამის გამოგონილი ჩაის საკრეფი მანქანის ბედიც მოიკითხა და მოსკოვში, საპატენტო ბიბლიოთეკაში მიაკვლია. გაარკვია, რომ მანქანის გამოყენება მამის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ დაიწყეს, როცა ანდრო გრიგოლიას სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა.

"არსად არ არის საუბარი, თუ ვინ არის გამომგონებელი. მე დამრჩა მარტო ფოტოები", - თქვა ციალა გრიგოლიამ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.