საბჭოთა რეპრესიები
სახლი ნატყვიარი კედლებით, როგორც საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო კოკში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ კოკში, ორსაუკუნოვანი ხის სახლი ერთადერთია, რომლის კედლები და კარი საცერივითაა. ეს მას შემდეგ, რაც 1924 წელს დიმიტრი ჩიქავას ოჯახში ბოლშევიკები შეიჭრნენ და დაცხრილეს. საბჭოთა ოკუპაციის წინაამღდეგ მებრძოლის შთამომავლები ნატყვიარ კედლებს და კარს დღემდე არ ცვლიან. სურთ, იცოდეს მომავალმა თაობამ რა გამოიარა ოჯახმა ბოლშევიკების დევნის გამო.

„როცა მამაჩემი 4 წლის იყო, მამიდა უფრო დიდი, პატარა ბიძა აკვანში იწვა, სახლში კი მხოლოდ ბებია იყო, შემოვარდნენ შეიარაღებულები, ყვიროდნენ, სადაა ეს ძაღლიშვილიო, ბაბუას ეძებდნენ. მერე ბავშვებზე უთქვამთ, ეს ლეკვებიც მისთანა გაიზრდებიანო, ამოუღია ერთს მაუზერი და აკვანში მყოფი ბიძაჩემისთვის დაუმიზნებია, ერთ-ერთს ხელი უკრავს, ტყვია აკვანს ასცდენია და კარს მოხვედრია“, - იხსენებს ბებიის მონაყოლს მურთაზ ჩიქავა.

მილიცია საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე მეგრელ კაცს დიდი ხანი ეძებდა, რომელიც ტყეში იმალებოდა. ოჯახისთვის დღესაც არ არის ცნობილი, თუ რა ვითარებაში და სად დაიჭირეს დიმიტრი ჩიქავა.

„ბაბუას ლაპარაკი არ უყვარდა. თითქოს ეშინოდა იმ ამბების გახსენების, ამიტომაც მასზე ზეპირი ცნობები მწირია. როგორც ვიცით, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რამდენი მოიხადა. სახლში, რომ დაბრუნებულა, ისევ გადაუსახლებიათ 4 წლით აზერბაიჯანში“, - გვიყვება უფროსი შვილიშვილი.

საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლი მხოლოდ დიმიტრი ჩიქავა არ ყოფილა. რეჟიმმა დევნა მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების წინააღმდეგაც დაიწყო.

„ბაბუას ძმა, ბადრი ჩიქავა რომ გარდაიცვალა, კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბრძანებით მოსულან, სახლი დაუნგრევიათ, ხეები მოუჭრიათ. ბაბუა გაბრაზებულა, თოფი აუღია, ბებიამ არ დაანება. - სუ დიმიტრი, გაჩენდ ვარა ბაღანებს დომშქვიდუანანია, ჩქიმ დუდს გოფუჩუანქ, ვაქიმნა თენა მუთუნფეროვა“. [დიმიტრი გაჩერდი, თორემ ბავშვებს დამიხოცავენ, არ ქნა ჩემს თავს გაფიცებოდა თოფი გამოურთმევია].
მოგვიანებით კომუნისტურმა რეჟიმმა დიმიტრი ჩიქავას ოჯახის წევრებს და ნათესავებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალა. მურთაზ ჩიქავა დღესაც ინახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოღებულ მასალებს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი სახელობითი სიაა, სადაც კოკის თემის საარჩევნო ხმის უფლებით მოსარგებლე და არმქონე მოქალაქეები წერია.

სიაში, ხმის მიცემის არმქონე მოქალაქეებს შორის არიან დიმიტრის ბიძაშვილები და მათი ცოლები.

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნის გამო, რეპრესირებულის ფოტოსურათები ოჯახში არ შემორჩათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დიმიტრი არჩილის ძე ჩიქავა დაიბადა 1902 წელს, აზნაურის ოჯახში. ცოლად ჰყავდა ბაჩუა ჯაიანი თავადის ქალი. განათლება სენაკის სასულიერო სემიანარიასთან არსებულ სკოლაში მიიღო. გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ე.წ. კავკასიის მებრძოლ ჯგუფთან ერთად. პატიმრობისა და გადასახლების შემდეგ სახლში დაბრუნდა, თუმცა ჯანმრთელობა შერყეული, ავადმყოფობით გარდაიცვალა.

შთამომავლები დიმიტრი ჩიქავას ნაქონ უნაგირებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს საგულდაგულოდ ინახავენ.

სახლში აქვთ ლენინისა და სტალინის ფოტოები, საბჭოთა სიმბოლიკიანი ნივთები, რადგან ახალ თაობას, საბჭოთა ოკუპაციის ისტორია ყოველთვის ახსოვდეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები სამეგრელოში უბრალო მოქალაქეების გარდა,
ეკლესიამაც იწვნია. სასულიერო პირები
18:15 / 22.10.2019
საბჭოთა რეპრესიები სამეგრელოში უბრალო მოქალაქეების გარდა, ეკლესიამაც იწვნია. სასულიერო პირები
საბჭოთა რეპრესიებმა სამეგრელოში ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა.
მათგან ნაწილის შესახებ
12:44 / 21.10.2019
საბჭოთა რეპრესიებმა სამეგრელოში ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა. მათგან ნაწილის შესახებ
საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აჯანყებაში აქტიურ
მონაწილეობას იღებდა ხობის მუნიციპალიტეიტი,
15:42 / 30.09.2019
საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აჯანყებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხობის მუნიციპალიტეიტი,
დარჩელში მცხოვრები თავადი ვარლამ ანჩაბაძე 36 წლის იყო, როცა სოფლის
მოსახლეობამ 1924 წელს,
11:17 / 28.09.2019
დარჩელში მცხოვრები თავადი ვარლამ ანჩაბაძე 36 წლის იყო, როცა სოფლის მოსახლეობამ 1924 წელს,
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.