საბჭოთა რეპრესიები
პოლიტპატიმრების უნიკალური ფოტოები სოლოვეცკის საბჭოთა ბანაკიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოგზავნილ ბარათებს „ჩეკას“ შიშით წვავდნენ და ანადგურებდნენ.

ხუბულავების ოჯახსაც ეშინოდა, როცა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდელი ლეონიდე (კანდო) ხუბულავასგან ფოტოებს და წერილებს იღებდა. ვინმეს რომ არ ენახა, ხის მეგრული ოდა-სახლის კედლებს შუა ინახავდნენ.

„ძველად სახლის კედლებს შემოაჭედებდნენ ხოლმე და სწორედ კედლებს შუა არსებულ სივრცეში მალავდნენ გულაგიდან გამოგზავნილ ნაწერებს და ფოტოებს. დროთა განმავლობაში წერილების ძირითადი ნაწილი განადგურდა. დარჩა რამდენიმე ფოტო“, - გვიყვება კანდოს ნათესავი რეზო კვარაცხელია.

კანდოს დისშვილმა მადონა ხუბულავამ კარადიდან გადარჩენილი ფოტოები გამოიტანა. რამდენიმე მათგანს მეორე მხარეს წარწერა აქვს. ერთ ფოტოზე აღნიშნულია, რომ ის სოლოვეცკში 1926 წელსაა გადაღებული. ფოტოზე მწერალი ლევან გოთუა და სხვა პოლიტპატიმრებიც არიან. შემორჩენილია ასევე გადასახლებაში ყოფნისას, ერთ-ერთი პატიმრის დაკრძალვის ფოტოც.

წინაპრის დაბადების თარიღი მის შთამომავლებს ზუსტად არ ახსოვთ. გასული საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სტუდენტობიდან იზიარებდა სოციალ-დემოკრატების იდეებს, მეგობრობდა კალისტრატე სალიასთან, რომელიც საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი გახდა.

„1924 წლის ივნისში მოსამზადებლად, ის ჩხოროწყუში ჩავიდა და ახალგაზრდები შეკრიბა. თანამოზრეები იპოვა სენაკშიც. აჯანყება ჩაახშვეს და ერთ წელიწადში სოლოვეცკის კუნძულებზე გადაასახლეს, სადაც ცნობილ ქართველ მწერლებთან - კონსტანტინე გამსახურდიასთან და ლევან გოთუასთან ერთად იმყოფებოდა“, - იხსენებს კანდო ხუბულავას ნათესავი რეზო კვარაცხელია.

მისი თქმით, კანდო გადასახლებაში ყოფნისას, პოლიტპატიმრების საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა.

„ის უმაღლესი განათლებით იყო. კითხვა უყვარდა. იქ კი პოლიტპატიმრებს თურმე საწერ-კალამს არ აძლევდნენ, რის გამოც პროტესტი გამოუცხადებიათ. მათთან მისულა კონსტანტინე გამსახურდია და უკითხავს პროტესტის მიზეზი. რომ გაუგია, უთქვამს - სადაც ხართ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროთო. კონსტანტინე პატიმრების პროტესტს არ შეუერთდა“, - გვიყვება რეზო კვარაცხელია.

უცნობია რა შედეგები მოჰყვა პოლიტპატიმრების პროტესტს გადასახლებაში, თუმცა ოჯახს კანდოსთვის გაუგზავნია ფრანგული ენის გრამატიკა და ლექსიკონი.

„დამოუკიდებლად შეუსწავლია ფრანგული ენა, მარქსის კაპიტალი უთარგმნია ფრანგულიდან, რომელიც სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი“.

კანდო ხუბულავა 1937 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულა. დედისა და დისთვის უთქვამს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ფიზიკის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა სოხუმში. თუმცა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 3 თვეში დააპატიმრეს და დახვრიტეს.

რეზო კვარაცხელია ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მას ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ, რომლებიც 1924 წლის აჯანყების მონაწილეებზე ნაშრომების დასაწერად ცნობებს აგროვებდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა ინტერესდება სახელოვანი წინაპრების ისტორიით. ბავშვებმა კანდოს შესახებ თემები დაწერეს სკოლაში, შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროსა და მერიის ინიციატივით, სახლის ფასადზე მემორიალურ დაფას გააკრავენ, რაც მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ იცოდეს თავისი გმირების შესახებ“.

უახლოეს დღეებში სახლს, სადაც ლეონიდე (კანდო) ხუბულავა ცხოვრობდა, მემორიალურ დაფას გააკრავენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.