ციმბირში გადასახლებული აჯანყების მონაწილე, რომელმაც სიცოცხლე თბილისის ციხეში დაასრულა [ვიდეო]
აგიტაცია ან პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებით - ამ
ბრალდებით
სამეგრელოში უამრავი ადამიანი შეიწირა სტალინურმა რეპრესიებმა. მათგან
ნაწილი მართლაც იბრძოდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ზოგიერთი
ჩუმად ეთანხმებოდა სახალხო პროტესტს, თუმცა იჭერდნენ განურჩევლად
ყველას.
ძუკუ წულეისკირი კომუნისტების დაუძინებელი მტერი იყოო, იხსენებს მშობლების მონაყოლს შვილიშვილი. ზაურ წულეისკირი ბაბუის ერთადერთ შემორჩენილ ფოტოს გვიჩვენებს. ავტორიტეტით სარგებლობდაო მოსახლეობაში, ადვილად შეეძლო ადამიანების აყოლიება თურმე. ამიტომაც დაინახეს მასში საფრთხე. არ აპატიეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა, 1924 წლის აჯანყების თანაორგანიზატორობა და რვა წლით ციმბირში, კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ პეჩორაში გადაასახლეს. რა პირობებში უწევდა ცხოვრება ციხეში, მისმა შთამომავალმა არ იცის. ერთადერთი, ახსენდება მეორე პატიმრის გამოგზავნილი წერილი, საიდანაც ირკვეოდა, რომ ძუკუს იქაც ყველა პატივს სცემდა. ტყვეობის ბოლო რამდენიმე თვე როგორღაც აპატიეს და გაათავისუფლეს. თუმცა ეს დასასრული არ იყო.
მალევე დაიჭირეს. პატიმრობის მეორე ამბავი სამამულო ომის პერიოდს ემთხვევა.
"ერთ დღესაც მეზობლები შეგროვილან გარეთ. ჩოჩქოლის ხმა მოისმა. რა ხდებაო, უკითხავს. არ ხედავ, გერმანელები მოდიანო. ბაბუას უთქვამს, კომუნისტებს გერმანელები ჯობიანო. იმ წუთას გაიქცა მეზობელი და დააჭერინა. ერთმა დააბეზღა და თქვა, მეორე მეზობელსაც ესმოდაო. ის ცოტა პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ იმასაც ათქმევინეს. თბილისში, ორთაჭალის ციხეში შვიდი წელი მიუსაჯეს", - გვიყვება შვილიშვილი.

დაპატიმრების პარარელურად, ოჯახს ქონება ჩამოართვეს. უზარმაზარ, 1901 წელს, ბაბუის მამის მიერ აშენებულ სახლში შეავიწროვეს და აქ სამი უპოვარი ოჯახი შემოასახლეს. წულეისკირებს მხოლოდ ზედა სართულის რამდენიმე ოთახი შერჩათ. რეპრესირებული ვაჭარი იყო და რაც კი რამ ჰქონდათ, მათ შორის დღევანდელი სამხატვრო გალერეის ადგილას მდებარე ქვის დუქანი, ჩამოართვეს. გარკვეული პერიოდულობით სახლში მუსიკალური სკოლაც იყო გახსნილი. აქ ასევე იყვნენ გეოლოგიური პარტიის წარმომადგენლები, რომელთა სახელიც, ზაურ წულეისკირის ცნობით, ცაიშის წყლების აღმოჩენას უკავშირდება. ეზოში სამხედროები იდგნენ თურმე. სატვირთო მანქანები, ტანკები გადაადგილდებოდნენ. იყო ხმაური და ტალახი. იხსენებს ნაამბობს.
საბჭოთა პოლიტიკის გამო, ქვეყნის დატოვება მოუხდა ბაბუის ორ ძმას, რომლებიც ასევე იყვნენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები და ვერ ეგუებოდნენ კომუნისტურ წყობას. მათ მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოში შემოსვლა აუკრძალა.
ძუკუ წულეისკირი ციხეში, 50 წლისა გარდაიცვალა. თუმცა როგორ და რა პირობებში, არავინ იცის. ოჯახს არც ცხედარი მისცეს. შვილიშვილის თქმით, როგორც ჩანს, პატიმარი საშიშ ადამიანად მიაჩნდათ და სხვებისთვისაც მაგალითი რომ ყოფილიყო, მის მსგავსად სხვებიც რომ არ მოქცეულიყვნენ, ასე "დასაჯეს". ზაურ წულეისკირმა არც ბაბუის საფლავის შესახებ იცის რამე. ეძებეს, მაგრამ ვერ მიაკვლიეს.

მხოლოდ ერთხელ ნახა, შვიდი წლისამ ციხეში. ახლოს არ მიუშვეს, შორიდან უჩვენეს. კიდევ ის ახსოვს, როცა გარდაიცვალა, სახლში ცხედრის გარეშე დაიტირეს. თავად პატარა ველოსიპედით დადიოდა ეზოში.
მათ მახლობლად ერთი პედაგოგი კაცი ცხოვრობდა. რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, უშიშროების აგენტად მუშაობდა. მას დაუჭერინებია ბაბუა, და არამარტო. ამიტომაც არ უყვარდათ და ბევრი სახლში მიუვარდებოდა დროდადრო. ასე თავადაც რამდენჯერმე მოიქცა.
"მე და ჩემი მეგობარი მივუვარდებოდით და სახლს ქვებს ვუშენდით. ვეძახდი, თუ რატომ დააჭერინა ბაბუაჩემი. ეს იყო ჩემი პროტესტი. ის კი იმალებოდა. მის შვილს რცხვენოდა მამის გამო", - ამბობს ზაურ წულეისკირი.
ოჯახმა სანახევროდ ჩამორთმეული სახლი 1953 წელს დაიბრუნა.
ძუკუ წულეისკირის საქმეზე ბრალის დაუდასტურებულობის მიზეზით, მოგვიანებით საქმის ძიება შეწყდა. ის რეაბილიტირებულ იქნა. ზუგდიდის სასამართლომ 1999 წლის 25 იანვარს გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარა.