საბჭოთა რეპრესიები
თავადი დარჩელიდან, რომელიც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
დარჩელში მცხოვრები თავადი ვარლამ ანჩაბაძე 36 წლის იყო, როცა სოფლის მოსახლეობამ 1924 წელს, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ სახალხო გამოსვლებისას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. ახალგაზრდა თავადი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დარჩელის თემის აჯანყების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომლის შემადგენლობაშიც დაბალი ზონის სოფლები შედიოდა.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ ვარლამ ანჩაბაძეს აქტიურობა არ აპატია. ის ორჯერ იყო დაკავებული და მოიხადა სასჯელი, თუმცა ბოლშევიკებმა ჩათვალეს, რომ ეს საკმარისი არ იყო აჯანყების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორისთვის და 1937 წლის 30 დეკემბერს დახვრიტეს.

ვარლამი ანჩაბაძეების ოჯახის ერთადერთი წევრი არ იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის რეპრესიებს შეეწირა. აჯანყებაში თანამონაწილეობა არ აპატიეს მის ძმებსაც: ალიოშა, კოლია, ჟორა და მამია ანჩაბაძეებს. ისინი დააკავეს და ციმბირში გადაასახლეს.

დარჩელში ანჩაბაძეების ოჯახზე ამბებს დღესაც იხსენებენ. განსაკუთრებით აღელვებთ ეს ისტორია მკვლევარ გრიგოლ ჭედიას ოჯახში, სადაც დარჩელის წარსული ცხოვრების და აფხაზი თავადების შესახებ უნიკალური მასალები, მათ შორის ფოტოები ინახება.

გრიგოლ ჭედია, ამ თემაზე მომზადებული არაერთი წიგნის და ნაშრომის ავტორია. მკვლევარი სინანულით იხსენებს პერიოდს, როცა ვარლამ ანჩაბაძის უკვე მოხუც მეუღლეს მოესწრო, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას, არც უფიქრია მასთან გასაუბრება. "წარმოიდგინეთ რამდენი საიდუმლო წაიღო ამ ქალმა თან", - აბობს გრიგოლ ჭედია, რომლის მეხსიერებაშიც დღემდე შემორჩა მეგრული ოდის აივანზე, სარწეველა სკამში მჯდომი მედიკ ჩიჩუა-ანჩაბაძე, გაზეთ "პრავდით" ხელში.

ვარლამ ანჩაბაძეს შვილი არ ჰყოლია და დარჩელში მდებარე მათი ნაკვეთი ვარლამის ძმის, მამია ანჩაბაძის შთამომავლებს ეკუთვნის. ერეკლე ანჩაბაძე, ვის სახელზეც ახლა სახლია, სოფელში არ იმყოფება. ნაკვეთს გრიგოლ ჭედია გვათვალიერებინებს და გვიყვება 95 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე.

"ვარლამი, გრიგოლ ანჩაბაძის უმცროსი შვილი იყო. ის ყოფილა საუკეთესო, განსაკუთრებული კაცი, რომელიც უყვარდა სოფელს. სოფლისთვის ზრუნავდა. 50-ზე მეტი ნათლული ჰყავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხალხს უყვარდა. ბაბუაჩემი იტყოდა, კარგი კაცი იყოო ვარლამი. მის მეუღლეს მედიკოს ეძახდა, მედიკო კი არ იყო ის, მედიკია. ამან მეც შემიყვანა შეცდომაში და შეცდომით ჩავწერე წიგნში.

მათ ჰქონიათ დამოუკიდებელი მეურნეობა. ისინი არ იყვნენ მაინცდამაინც ექსპლუატატორები. რომ იტყოდნენ ამას თავადებზე, ისეთები არ ყოფილან. მოსავალს ისე ანაწილებდა, გლეხს, რომ აწყობდა. მათ აძლევდნენ მიწებს. მოუსავლიანობის წელს, საერთოდ არ იღებდნენ მიწის გადასახადს, რაც იყო მაშინ დაწესებული. გლეხებს აძლევდა ჩალას, სიმინდს. მას ხალხის გული ჰქონდა მოგებული. ქალაქში, ბაზარში ჰქონდათო მაღაზია და იქ ყიდდნენო პროდუქტს. ახლა რომ ბიზნესს ეძახიან, ისეთი რაღაც ჰქონია", - გვიყვება გრიგოლ ჭედია.

მკვლევარი საკუთარ წიგნში "აფხაზი თავადების სამეგრელოში დასახლება და მოღვაწეობა" წერს, რომ 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, თავად ვარლამ ანჩაბაძეს ჩამოერთვა ოდა-სახლი და ერთი ცხენი უნაგირიანად. ამასთან, მის ოჯახს ჩამოართვეს ასევე საარჩევნო ხმის უფლება.

1937 წელს კი დაიწყო სასტიკი დასჯა იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში. ვარლამ ანჩაბაძე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ დაიჭირეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის დეკემბრის დადგენილებით, მას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, რაც მაშინვე მოიყვანეს სისრულეში. უფრო ადრე, 1921 წელს რეპრესირებულები გახდნენ ალიოშა, კოლია და ჟორა გრიგოლის ძე ანჩაბაძეები. მამია ანჩაბაძე 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, საიდანაც 1943 წელს ავადმყოფი დაბრუნდა. განმეორებით დაჭერის მოლოდინში ის სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ვარლამ ანჩაბაძე, 1989 წლის 16 იანვრის ბრძანების თანახმად, დახვრეტიდან 52 წლის შემდეგ რეაბილიტირებულ იქნა.

მკვლევარი გრიგოლ ჭედია თვლის, რომ ანჩაბაძეების დამსახურება სათანადოდ არ არის შეფასებული და თაობებს მათ შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. გრიგოლ ჭედია განიცდის იმასაც, რომ ვარლამ ანჩაბაძის კიდევ ერთი ძმის საფლავი სოფელში უყურადღებოდ არის დარჩენილი.

ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ არაერთი თხოვნის მიუხედავად, პეტრე, იგივე დავით ანჩაბაძის საფლავი შემოსაზღვრული არ არის და წლების წინ დადებული ქვაც გაბზარულია.

"ამ ქვაზე ფეხით გადადის ხალხი. ბულდოზერებსაც გადაუვლია", - ამბობს გრიგოლ ჭედია და იმედს არ კარგავს, რომ ერთხელაც ამაზე ვიღაც იზრუნებს.

ახლა რაც ახარებს, ვარლამ ანჩაბაძის სახელზე მემორიალური დაფის დამზადებაა, რომლის გაკვრაც უახლოეს მომავალში დარჩელის ბიბლიოთეკის ფასადზე იგეგმება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.