საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ზუგდიდელი მამა-შვილი [ვიდეო]
საბჭოთა რეპრესიებმა სამეგრელოში ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა.
მათგან ნაწილის შესახებ
საზოგადოებამ არაფერი იცის, ზოგიერთი ისტორია კი შთამომავლებსაც
მხოლოდ მოკლე ამბებად შემორჩათ. მამა-შვილ ვარლამ და ნიკო თორიებზე
დღეს მათი შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი, ლევან თორია გვიყვება.
ბავშვობაში ბებია-ბაბუის მიერ მოთხრობილი მოგონებები საუბრისას
ცოცხლდებიან ნელ-ნელა. მართალია დეტალებს ვერ იხსენებს, თუმცა ახსოვს
მთავარი - როგორ იმსხვერპლა სტალინის დიქტატორულმა პოლიტიკამ მისი
წინაპრები. მათ რეჟიმმა განსახვავებული აზრი და იმჟამინდელი
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არ აპატია.
ლევან თორიას თქმით, მამა-შვილმა ბევრის მსგავსად თავის დროზე დაიჯერა ბოლშევიკების გულწრფელობის, რომ მათთვის პრიორიტეტი ადამიანი და მათი კეთილდღეობა იყო. დაიჯერეს გულუხვი დაპირებებისაც, თითქოს ხალხის ეკონომიკური, პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოლებდნენ. ამიტომაც ისურვეს სასიკეთო საქმის თანამონაწილეობა. ნიკო თორია შამგონაში სოფლის მამასახლისი იყო, მისი შვილი ვარლამი კი კომკავშირის მდივანი.
მალევე საპირისპიროში დარწმუნდნენ. დანაპირები არ შესრულდა. მეტიც, მოქალაქეებს დემოკრატიული უფლებები ჩამოართვეს. საქართველომ ყველაფერთან ერთად, სახელმწიფოებრიობაც დაკარგა. თავის დროზე საბჭოთა პოლიტიკის მხარდამჭერები კი ამ რეჟიმის მტრად იქცნენ.
"ნიკო თორია მოუწოდებდა საზოგადოებას ამბოხებისკენ, აჯანყებისკენ, რომ ეს საშინელი, არაადამიანური რეჟიმი დასრულებულიყო. ამას რეპრესირება მოჰყვა. ის ციმბირში გადაასახლეს 1937 წელს, სადაც სამი წლის შემდეგ გარდაიცვლა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა პირობებში ეყოლებოდათ იქ პატიმრები", - უყვება "ლაივპრესს" ლევან თორია.

მანამდე საბჭოთა რეჟიმმა ნიკოს შვილი, ვარლამ თორია იმსხვერპლა. რძალი, ეთერ კიკნაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ისიც განსხვავებული აზრის გამო დასაჯეს იგივე მიზეზით - ხელისუფლებას ღალატი არ აპატია და ხალხში ღია აგიტაციის, ანტისაბჭოთა მოწოდებების გზით შეეცადა კომუნისტური წყობილების დამხობა.
თუმცა მხოლოდ ენთუზიაზმი და სიმართლე საკმარისი არ იყო. ვარლამიც იმ დიდ "საკეპ მანქანაში" აღმოჩნდა, განურჩევლად რომ უსწორდებოდა ყველას. 1935 წელს დააპატიმრეს, ერთ კვირაში კი გავრცელებული ტიფის და მძიმე პირობების გამო მეტეხის ციხეში გარდაიცვალა. მერე ცხედარი სხვა პატიმართა ცხედრებთან ერთად, დიდ ორმოში ჩაუყრიათ.
დაღუპული ნიკო და ვარლამ თორიების საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის. შვილთაშვილს მხოლოდ ერთი - დიდი ბაბუის ფოტო აქვს. საოჯახო არქივს სხვა არაფერი შემორჩა.
ლევან თორიას თქმით საწყენია, როცა ქვეყანას ასეთი საბჭოთა წარსული აქვს, ზოგიერთი კი მაინც ნოსტალგიით იხსენებს კომუნისტების მმართველობის დროს, ძველი ინერციის ძალით კი სიმპატიებს დღევანდელი რუსეთის მიმართაც გამოხატავს. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა რეპრესირებულის შვილთაშვილი ამბობს, რომ მეზობელი სახელმწიფო დღეს არაფრით განსხვავდება ერთი საუკუნის წინანდელი იმპერიისგან.
"ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოების ნაწილის. ხალხი უნდა დაფიქრდეს და გაეცნოს ისტორიას, რაც გვაკავშირებს რუსეთთან. არც ლოგიკურია, არც მორალურია, ქართველი რუსეთის ქომაგი იყოს", - ამბობს ლევან თორია.