საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ახალგაზრდა ნარაზენიდან [ვიდეო]
ნარაზენელი ტიხონ თოდუა 29 წლის იყო როცა საბჭოთა ხელისუფლების
ღალატის ბრალდებით დახვრიტეს.
განათლებული ახალგაზრდისთვის, რომელიც სოფლის კოლმეურნეობის
თავმჯდომარე იყო, ბოლშევიკებთან მეგობრობდა და ერთგულად მუშაობდა,
დაკავების ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა. ის ყანას თოხნიდა, როცა საბჭოთა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაკითხეს.
„მოსულან, როგორც მაშინ ეძახდნენ სოფლის საბჭოდან. უცნობი ხალხი ყოფილა, უკითხავთ სად არის ტიხონის სახლი და აქეთ მოუსწავლებიათ... უთქვამთ, ერთი წუთით გვჭირდებიო. სიმინდის თოხნისას გამოუყვანიათ და უთქვამთ, რაიონში გიბარებენო... ნარაზენის ცენტრში იყო ის შენობა სადაც დაიბარეს“, - გვიამბობს რეპრესირებულ ტიხონ თოდუას შვილიშვილი, მამუკა თოდუა ბებიის მოყოლილ ისტორიას.
ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარისთვის ეს რიგითი შეხვედრა იყო, რომელიც მალევე დასრულდებოდა და სახლში მობრუნდებოდა. ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ახალგაზრდა, რომელსაც სახლში 21 წლის ცოლი და სამი შვილი ელოდებოდა, გაუჩინარდა.

ფოტოზე: ტიხონ თოდუა, მეუღლესთან ლუბა ღურწკაიასთან ერთად
მასზე ოჯახს არანაირი ცნობა არ ჰქონდა, მხოლოდ ვარაუდები, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარე სხვა განათლებულ ახალგაზრდებთან ერთად თითქოს ტროცკისტობის (ტროცკისტები ეწინააღმდეგებოდნენ იოსებ სტალინის სოციალისტურ თეორიასა და მმართველობას)ბრალდებით დააკავეს და გადაასახლეს.
ახალგაზრდა ცოლი, შვილებთან ერთად წლების მანძილზე ელოდა მთავარ მარჩენალს. შემდეგ კი ივარაუდეს, რომ ის გადასახლებაში გარდაიცვალა.
„ბებიაჩემზე იყო ზეწოლა საშინელი. ეუბნებოდნენ, შენ ხარო გადასახლებული ტროცკისტის მეუღლე და ზეწოლა იყო თურმე სერიოზული - ათოხნინებდნენ ყანას. წაიყვანდნენ დილით და საღამოს გვიანობამდე ამუშავებდნენ. შვილებს მოხუცი მეზობელი აჭმევდა თურმე საჭმელს. საწყალი ქალი სპეციალურად ჰყავდათ ტერორის ქვეშ.

ფოტოზე: მამუკა თოდუა
მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეიტყო ოჯახმა სიმართლე - 29 წლის ტიხონ თოდუა მეტეხის ციხეში დახვრიტეს, დაკავებიდან მალევე. მისი შვილიშვილი, მამუკა თოდუა გვიყვება, რომ სავარაუდოდ ბაბუამისს იმ დანაშაულზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, რაც არ ჩაუდენია. მან მოთხოვნა არ შეასრულა და დაკავებულ სხვა ათობით ახალგაზრდასთან ერთად მეტეხის ციხეში დახვრიტეს.
ტიხონ თოდუას შვილიშვილი ამბობს, რომ ბაბუამისის მიმართ განაჩენიც ისევე გამოიტანა საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც ასობით სხვა მოქალაქის მიმართ - შინსახკომთან არსებული სამეულის გადაწყვეტილებით. ოჯახი წლების შემდეგ არქივის მასალებით ადგენს, ამ სამიდან ორის ვინაობას. აღმოჩნდა, რომ ისინი ტიხონ თოდუას უახლოესი მეგობრები იყვნენ.
სახელმწიფოს მტრად მეგობრის დასახელების მიზეზად მამუკა თოდუა ბაბუის განათლებას ასახელებს, რადგან პროფესიულად სწრაფად მზარდი ახალგაზრდის შურდათ. მაშინ ბოლშევიკების სამსახურში მყოფის გამოკითხვაზე დაბარების რამდენიმე მიზეზი დასახელდა.
პირველი ის, რომ ტიხონ თოდუას დაკავებას წინ უსწრებდა რაიკომის მდივნის გადასახლება, რომელსაც ქვეყნის მოღალატეობა დააბრალეს. ეს იყო ადამიანი, რომელთანაც ტიხონ თოდუას სამსახურებრივად ახლო ურთიერთობა უწევდა.

ფოტოზე: ტიხონ თოდუა ცოლთან და მშობლებთან ერთად
შესაბამისად რაიკომის მდივნის „სახელმწიფოს მოღალატედ“ გამოცხადების შემდეგ საეჭვო პირად დაასახელეს კოლმეურნეობის თავმჯდომარე ტიხონ თოდუა.
გარდა ამ თითქოსდა საეჭვო ფაქტისა, ტიხონ თოდუას მიმართ გამოითქვა ერთი პრეტენზიაც - მოქალაქე საყვედურობდა ძლიერი წვიმების შედეგად კოლმეურნეობის კუთვნილი ჩალის ნაწილის დალპობის გამო.
საბოლოოდ სოფლის ცენტრში დაბარებული ტიხონ თოდუა მიხვდა, რომ მას წინ გადასახლება ან დახვრეტა ელოდა. ალბათ ამიტომაც ერთ-ერთ თანასოფლელს სთხოვა - „მშვიდობა გადაეცი ჩემს ცოლ-შვილს, მე არ ვიცი აწი, როდის დავბრუნდებიო“. ეს უკანასკნელი ცნობა იყო, რაც ოჯახმა მისგან მიიღო.