საბჭოთა რეპრესიები
კომუნისტების დახვრეტილი ახალგაზრდა, რომლის ცხედარი დედამ ფოთიდან ეტლით მოიპარა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
1924 წლის სექტემბერში ჩეკისტებმა ზუგდიდში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს აჯანყების მონაწილეებს, როგორც "შეიარაღებულ ბანდიტურ გამოსვლებში აქტიურ მონაწილე კონტრრევოლუციონერებს". 40 დაპატიმრებული ჩეკისტებმა ზუგდიდის დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან დახვრიტეს, რვა კი ფოთის პოლიტბიუროში გააგზავნეს, სადაც მათ დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. ფოთში დახვრეტილებს შორის იყო 21 წლის პედაგოგი, ზუგდიდელი ტიხონ კეიდია.

მისი შთამომავალი მაია კეიდია გვიყვება, როგორ წამოასვენა ფოთიდან ზუგდიდში დედამ დახვრეტილის ცხედარი.

"როცა ტიხონის ოჯახს უთხრეს, მისი დახვრეტის შესახებ, დედას ნათესავისთვის უთხოვია, ფოთში ეტლით წაყვანა, თან ტიხონის ძმა, ჩემი ბაბუაც ახლდა, რომელიც მაშინ 16 წლის იყო. როგორც ვიცი, ცხედარი მოიპარეს. დედას ფერადი კაბა ეცვა, ეტლში ფეხებთან შვილის ცხედარი ესვენა, გზადაგზა მღეროდა, ეშინოდა, არავის გაეგო, რომ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულის ცხედარს მიასვენებდა".

ტიხონ კეიდია შუაღამისას, ჩუმად დაუსაფლავებიათ მაცხოვრის კარის სასაფლაოზე.

"ღამის 3 საათზე დაასაფლავეს, ჩუმად, ეკლესიის გვერდით. საფლავი არ იყო მონიშნული, უბრალოდ, მამამ ბაბუასგან იცოდა ამის შესახებ და ჩვენ ბავშვობიდან ყოველ აღდგომაზე მივდიოდით და წითელ კვერცხებს ვაგორებდით".

როგორ ჩაება ახალგაზრდა პედაგოგი ანტისაბჭოთა მოძრაობაში, ამის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. მათთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტიხონ კეიდია იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

"საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, თბილისის ქუჩიდან ავიდნენ მეგობრები მაცხოვრის კარის ეკლესიაში, სადაც ჰიმნი შეასრულეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, შემდეგ ის დააპატიმრეს და სხვა ახალგაზრდებთან ერთად წაიყვანეს ფოთში დასახვრეტად. მას ტანსაცმელზე, დედის მიერ ამოქარგული ჰქონდა ინიციალები, რითაც ცხედარი ამოიცნეს".

მაია კეიდიას თქმით, ტიხონ კეიდიას დახვრეტის შემდეგ დააპატიმრეს მისი ძმაც, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ავადმყოფობდა.

კეიდიების ოჯახს კომუნისტებმა ჩამოართვეს მიწის ნაკვეთები, რომელიც მათ ოდიშის მთავარმა გრიგოლ დადიანმა 1799 წელს უბოძა.

მიწის ფართობის ნაწილი ოჯახმა 90 - იან წლებში დაიბრუნა, ასევე, 1992 წლის მაისში მიიღეს ცნობა ტიხონ კეიდიას რეაბილიტაციის შესახებ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდი რევოლუციური პროცესების პირისპირ მეოცე საუკუნის პირველ
წლებში, საერობო მაზრის არჩევნები,
18:46 / 13.12.2019
ზუგდიდი რევოლუციური პროცესების პირისპირ მეოცე საუკუნის პირველ წლებში, საერობო მაზრის არჩევნები,
ეს მამაჩემია, ვანო ბაბილუა - ფოთელი რეპრესირებულის შვილი ძველ,
გახუნებულ ფოტოზე, ბევრ,
15:22 / 09.12.2019
ეს მამაჩემია, ვანო ბაბილუა - ფოთელი რეპრესირებულის შვილი ძველ, გახუნებულ ფოტოზე, ბევრ,
100 წლის წინ, საქართველომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა იზეიმა.
20:40 / 05.12.2019
100 წლის წინ, საქართველომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა იზეიმა.
ვიდეო
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია.
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.